ოქროს საწმისი

  

იოგას სკოლა

თბილისი, ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქ. №7   I სად; I სართული

+995 0 790 50 18 69

+995 599 96 99 11 (მასწავლებელი თამაზ თავაძე)

facebook.com/oqrossatsmisi

tpt3839@mail.ru

www.bigsale.ge/yogaschool
Back to Category
 
დამატებულია: 14.05.13

ო ღმერთო, ღმერთო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?
ი. ჭავჭავაძე

“ჭეშმარიტების ძიებისას მე ასე ვმსჯელობდი: თუ არსებობენ მედიცინის ნამდვილი მასწავლებლები, მაშინ როგორ შემიძლია ვეზიარო მე ამ ხელოვნებას, თუ არა ბუნების უდიადესი სახელმძღვანელოს მეშვეობით, რომელიც თვით უფლის ხელითაა დაწერილი და მუდამ გადაშლილია? მე ბრალს მდებენ და მკიცხავენ იმის გამო, რომ სწორი კარებიდან არ შევედი ამ ხელოვნებაში. მაგრამ სად არის ეს სწორი კარები? გალენი, ავიცენა, მესიუე, რასისი თუ პატიოსანი ბუნება? მე ვფიქრობ რომ ეს უკანასკნელი. მე ამ კარით შევედი ხელოვნებაში და ბუნების შუქი, და არა მეაფთიაქის ჭრაქი, მინათებდა გზას.”
/პარაცელსი/

პარაცელსის ამ გამონათქვამში, პირველმკვლევარის მომხიბლავი დამოუკიდებლობა და უშიშარობა ჟღერს, რადგან უპირველესად ყოვლისა, ზუსტად პირველმკვლევარი აღმოაჩენს იმას, რაც მანამდეც არსებობდა მაგრამ უცნობი იყო ადამიანთათვის სამყაროს საწყისთა შორის დამალული, რადგან ყოვლის საწყისი მხოლოდ უფალია და ამიტომაც ურიცხვი რაოდენობის აღმოჩენები ელოდებიან ადამიანის გენიას. პარაცელსი იძულებულია ახსენოს მედიცინა როგორც ხელოვნება და აი სწორედ აქ, მიუხედავად ჰიპოკტარეს მიმართკრიტიკისა, იგი თავისდაუნებურად აღიარებს მას. ასე, რომ მის ზემოთმოყვანილ, ამ უმშვენიერეს გამონათქვამში, მისდა უნებურად, მაინც იკითხება მემკვიდრეობითობა. ჭეშმარიტად, “უზენაესი და უკეთილშობილესი ხელოვნებათა შორის მედიცინაა”, ამბობს ჰიპოკრატე.

მიუხედავად იმისა რომ ის, რასაც მკითხველი გაეცნობა, უჩვეულოა და ახალი მისთვის, პარაცელსის მსგავსად, ვერც მე ვიქნები “პირველი.” მე მხოლოდ ვაგრძელებ მემკვიდრეობას და ამ დიადი სულის მსგავსად ჩემი ძიების ძირითადი პრინციპია შემდეგი: მე ვეძებ არა განმარტებების მომცემთ, არამედ პირველმასწავლებლებს, უფალს, ბუნებას, და ამ ცოდნის უშუალო, ჭეშმარიტ მცოდნეებს.

ჩემს სამკურნალო, “ოქროს საწმისის” სისტემის პირველ მასწავლებლად ზუსტად ეს სამება მაქვს არჩეული ისევე, როგორც საკუთრივ ჩემი პირადი, ამიტომაც უტყუარი გამოცდილება. ამგვარად, თავს უფლებამოსილად ვთვლი, ეს წიგნი ჩემი მშობლების მარადიულ ხსოვნას მივუძღვნა. დაე, უკვდავების “ოქროს საწმისის” კაცობრიობის სასიკეთოდ დაწერილმა ამ წიგნმა, ყოველი ჭეშმარიტი მშობლის ძეგლად და სადიდებლად სამარადისოდ იარსებოს ამ ქვეყანაზე.

თამაზ თავაძე


 



ჭეშმარიტება ისაა, რასაც ვერ გაექცევი.
/ეგზიუპერი/


ეს წიგნი (აგნი იოგა ყველასათვის) პირველია, ტეტრალოგიის სახით ჩაფიქრებულ ოქროს საწმისის სამკურნალო და სულის მოპოვების მეცნიერებაში. ამ არქიტექტონიკას თავად გამჩენი გვკარნახობს, რადგან მან, როგორც ამას პითაგორა ამბობს, ჩვენს გულებში ტეტრადა ჩადო. იგივეს ამბობს უძველესი სუფისტური მოძღვრება, მხოლოდ უფრო გახსნილადაც და ერთგვარად უფრო დალაგებულად.
აი რას ამბობს სუფისტური მოძღვრება: ღმერთმა ვიდრე სხეული შექმნა შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა გული და საკუთარი თავისაგან ერთი-ორიოდ გოჯის მანძილზე ატარებდა მას. ვიდრე გულს შექმნიდა, შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა სამშვინველი და მოათავსა იგი თავისი ინტიმური ურთიერთობის ბაღში. ვიდრე სამშვინველს შექმნიდა, შვიდი ათასი წლით ადრე შექმნა ცნობიერება და საკუთარ ცნობიერებაში მოათავსა იგი. ამის შემდეგ ცნობიერება ჩადო სამშვინველში, სამშვინველი ჩადო გულში და გული მოათავსა სხეულში. შემდეგ დაუნიშნა ადამიანს მოციქულები და გამოცდები. შედეგად ამისა, სხეულმა ისწავლა ლოცვა. გულმა ისწავლა სიყვარული. სამშვინველმა მოძებნა ღმერთი და ცნობიერება დამშვიდდა ღმერთში...

ეს წიგნი ასწავლის ადამიანს სხეულით ლოცვას;
ამის მიმდევნო მეორე წიგნი, ასწავლის გულს სიყვარულს;
მესამე წიგნით სამშვინველი იპოვის ღმერთს და მეოთხხე წიგნის დახმარებით ადამიანის ცნობიერება დამშვიდდება ღმერთში.
ეს ყველაფერი ქმედებაა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ დროში ჩადებული პროცესი და მკითხველს ყოველი პროცესის თანმიმდევრული შესრულებით შეუძლიან საკუთარი თავის შეცნობისა და სრულყოფილების პროცესების დამოუკიდებლად წარმართვა, თუმცა თუ მას სურს, მას შეუძლიან ჩვენს იოგას სკოლაში მიიღოს ცოდნა ოთხი საფეხურის შესწავლის სახით. ყოველ საფეხურს ერთი წლის განმავლობაში გადიან.
პირველი საფეხური ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საფეხურია;
მეორე საფეხური იმ სიყვარულს იძლევა რომლის შეძენაც სხვათა მკურნალობისათვისაა აუცილებელი;
მესამე საფეხური საკუთარი თავის სრულყოფილების სრულ ცოდნას იძლევა და მეოთხე საფეხურზე კი ადამიანი იმ შინაგან მექანიზმებს ეუფლება, რომელთა დახმარებითაც იგი საკუთარი თავის სრულ რეალიზებას მიაღწევს.

წიგნების შეძენით და მასში მოცემული ცოდნის გამოყენებით თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი დაავადების დამარცხებისა, ან ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობის სრულყოფისა.
სახელმძღვანელოში მოცემულია “ოქროს საწმისის” აზრ-გრძნობითი ვარჯიშების სისტემა, რომლის შესწავლა-რეალიზების შემთხვევაში ადამიანი განახორციელებს თვითგანდობის მისტერიას.
მსურველს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს სკოლაში, გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს პირველი საფეხურის სერტიფიკატი.


ფსიქიური ენერგია

“არცერთ საექიმო სკოლაში არ ისწავლება ფსიქოლოგია. ასეთი საგანი საერთოდ არ არსებობს. სიტყვა “ფსიქოლოგია”-ს უკავშირებენ პედაგოგიკას და არა ფსიქიური ენერგიის თვისებათა შესწავლას. სრულიად დაუშვებელია, რომ საექიმო განათლებამ გვერდი აუაროს ამ ძირითად საგანს. ფსიქიური ენერგიის შესწავლა საშუალებას იძლევა ყურადღება მიექცეს წამლებს. რამდენად ნაკლები წამალი იქნება საჭირო, როდესაც ექიმები შესძლებენ გამოიყენონ ფსიქიური მკურნალობა. ფსიქიური ენერგიით დახმარების პირობები სიცოცხლის ყოველ მოვლენას განაახლებენ. ყოფის უზენაეს ცნებას ნუ გავმიჯნავთ ექიმის დახმარებისაგან. მრავალი უძველესი წყარო მიგვანიშნებს, რომ ეკლესიის მსახურნი იმავდროულად ექიმებიც იყვნენ. ასეთნაირად ხაზგასმული იყო ის, რომ ექიმს ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, სხვაგვარად მან ავადმყოფობას კუდში უნდა სდიოს და ავადმყოფს მაინც ვერაფერს უშველის. მაგრამ გაბედული სიტყვა უნდა მოიძებნოს, რათა დამკვიდრდეს სამყაროთა უზენაესი კავშირი, როგორც ხალხის ჯანმრთელობის საწინდარი. ჯანმრთელობა არ იქნება მიღწეული თუ ადამიანები ვერ გაიგებენ, რომ ეწევიან უმძიმეს მიწიერ ჭაპანს.
ცნობიერება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ ჩვენი ციცქნა პლანეტის სფეროთი. შიში შეაძრწუნებს გულს, რომელიც მოსწყდება სამყაროთა ერთიანობის იდეას. დაე ექიმმა, ვითარცა მეცნიერების ქურუმმა, პიროვნულად შეიტანოს ცოდნა სამყაროს სინათლის შესახებ, ყოველი ადამიანის სახლში.”
აგნი-იოგა /აუმ 226/


ოქროს საწმისის სწავლება, უმაღლესი მეცნიერებაა
/აკადემიკოსი ერეკლე გამყრელიძე/

ბატონ თამაზ თავაძესთან ავადმყოფობამ მიმიყვანა _ ნევრინომის (კეთილთვისებიანი სიმსივნე სმენის ნერვზე) ოპერაციის შემდეგ სახის ნერვის (ფასციალისის) საკმაოდ მძიმე დამბლა განმივითარდა. შვიდი მომდევნო თვის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით მკურნალობამ შესამჩნევი შედეგი ვერ გამოიღო. სასწაული მხოლოდ ბატონ თამაზთან მკურნალობამ მოახდინა. გაუმჯობესება პირველივე თვეში დაიწყო და ამჟამად, მკურნალობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, მდგომარეობა მკვეთრად გამიუმჯობესდა და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში მთლიანად განვიკურნები. ბუნებრივია, მე ბატონი თამაზის უაღრესად მადლობელი ვარ, მაგრამ არა მხოლოდ ამის გამო, მან მე “ოქროს საწმისის” სწავლებაში ჩამახედა, რამაც საშუალება მომცა ბევრად უფრო ღრმად ჩავწვდომოდი იმ მეცნიერულ პრობლემებს, რომელზეც მე, როგორც ბუნებისმეტყველი, კარგა ხანია ვფიქრობ. საქმე ისაა, რომ საკმაო ხნის განმავლობაში, ჩემი ძირითადი საქმიანობის დედამიწის გეოლოგიური კვლევის პარალელურად, მე ვსწავლობ ბუნების ე.წ. “ანომალიურ მოვლენებს” და მათთან დაკავშირებულ მეცნიერულ პრობლემებს. კერძოდ ისეთებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის მატერიის არსებობის ფორმები და თვისებები, მათი ორგანიზაციის შესაძლო სტრუქტურული დონე და სივრცულდროითი არსი. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თანამედროვე ფიზიკის მიერ უკანასკნელ 20-25 წლის განმავლობაში მიღებული შედეგები მიკროსამყაროს შესახებ, რაც საშუალებას იძლევა ახალი მეცნიერული პოზიციებიდან იქნას განხილული მიკროსამყაროს არსი, ცნობიერების ფიზიკური საფუძველი, სულიერებისა და ცნობიერების ურთიერთკავშირის პრობლემა და სხვა. ფიზიკამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც შესაძლებელი გახდა “ოქროს საწმისის” სწავლების მეცნიერული შეცნობა.
როგორც ცნობილია, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მატერია შედგება პირველადი, შემდგომ დაუყოფელი ელემენტარული ნაწილაკებისაგან. მაგრამ, როგორც გამოირკვა, ნაწილაკთა ეს ჯგუფი უაღრესად ფართოა, მათი რიცხვი სულ იზრდება და როგორც ჩანს განუსაზღვრელად დიდია, რაც იმას ნიშნავს რომ მატერიის სტრუქტურულ მდგენელთა თანმიმდევრობა პრინციპულად უსასრულოა. თანამედროვე შეხედულებების თანახმად გამოიყოფა რეალობის შვიდი დონე: 1. მყარი სხეული, 2. სითხეები, 3. აირები, 4. პლაზმა (ელემენტარული ნაწილაკები), 5. ფიზიკური ვაკუუმი, 6. პირველადი ტორსიული ველები და 7. აბსოლუტური “არაფერი.” თუ აბსოლუტურ “არაფერს,” პირველად ტორსიულ ველს და ფიზიკურ ვაკუუმს განვიხილავთ, როგორც ფიზიკური ვაკუუმის განზოგადოებულ მცნებას, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ ფიზიკური ვაკუუმი წარმოადგენს “ყველაფრის წყაროს”. სწორედ ამას გულისხმობდა აგნი-იოგას ერთ-ერთი აპოლოგეტი ე. რერიხი, როდესაც ამბობდა, რომ “ყველა ენერგია, ყველა ელემენტი მომდინარეობს ერთიანი საწყისი ენერგიიდან, ანუ ერთიანი ელემენტიდან ცეცხლიდან.” ამიტომ ლაპარაკობენ “ყველაფრის ერთიანობაზე,” “ერთიან საწყისზე,” რომლისგანაც წარმოიშვა “სამყარო.” ბუნებრივია გავაიგივოთ ცეცხლი (აგნი), ე.ი. ფსიქიური ენერგია განზოგადოებულ ფიზიკურ ვაკუუმთან, რომელიც მთელი სამყაროს სივრცეს ასახავს. არსებობს გაგება იმისა, რომ საჭიროა გავაერთიანოთ სული (ცნობიერება, სიცოცხლე) და მატერია (ობიექტური ფიზიკური კანონები). ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ტორსიული ველების შეცნობა. ეს არის ველები, რომელიც ჩნდება სპინის საშუალებით კვანტურ დონეზე. ტორსიული ველი შეიძლება თვალნათლივ წარმოვიდგინოთ მცირე გრიგალების უსასრულო ერთობლიობის სახით. თითოეული ეს მიკროგრიგალი ელემენტარულ ნაწილაკზე მცირეა. ფიზიკოსები მათ კვანტურგრიგალებს უწოდებენ. ასეთი გრიგალები ავსებენ სწორედ სამყაროს მთელ სივრცეს ველებრივი მატერიის დონეზე. იგი სტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ წარმოადგენს რაღაც გიგანტურ სამგანზომილებიან ჰოლოგრამას, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს (აგნი-იოგას სწავლების თანახმად სამყაროს სივრცე სავსეა და მასში სიცარიელე არ არსებობს). მაშასადამე სამყაროს ნებისმიერი წერტილი შეიცავს ინფორმაციას მთელი დანარჩენი სამყაროს შესახებ.
ტორსიული ველის მცნება მეცნიერული ცნებაა და ობიექტური მატერიალური სამყაროს ობიექტია. ამ პოზიციებიდან იდეალიზმისა და მატერიალიზმის მუდმივი დავა იმის შესახებ, თუ რა არის პირველადი, უბრალოდ აზრს კარგავს, ვინაიდან ეს ორი კატეგორია წარმოადგენს ორ განუყოფელ არსს. ე.ი. საქმე ეხება მატერიისა და ცნობიერების ერთიანობას. ტორსიული გამოსხივებები გადაიცემა ინფორმაციულად, ე.ი. ტორსიული ურთიერთმოქმედებები ხორციელდება ენერგიის გადაცემის გარეშე. ამავე დროს ტორსიული ველების (გამოსხივების) ჯგუფური სიჩქარე უსასრულობის ტოლია, ე.ი. ტორსიული ზემოქმედება მანძილისგან დამოუკიდებლად მყისიერად ხორციელდება. ყველა თანამედროვე სახელმძღვანელოში წაიკითხავთ, რომ ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს სიჩქარე, რომელიც აღემატება სინათლის სიჩქარეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ფიზიკაში ასეთი თეორიული შესაძლებლობა დაშვებულია. ეს არის ე.წ. ტახიონები. ისინი მოძრაობენ სიჩქარით, რომელიც აღემატება სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში. მაგრამ ითვლება, რომ ეს ცვლის სიძნელეს ე.წ. მიზეზობრივი პრინციპის (მოვლენა-მიზეზი წინ უსწრებს დროში მოვლენა-შედეგს) განხორციელებაში. თუმცა მთელი მსჯელობა აზრს კარგავს, რადგან ტორსიული ველების დონეზე, როგორც ჩანს არ არსებობს სიჩქარის შეზღუდვა და შესაბამისად დროის რამენაირი მიმდინარეობა. ნებისმიერ წერტილში ამგვარი ველები შეიცავენ ინფორმაციას წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ (ფსიქოლოგიური დროის თვალსაზრისით) და მაშასადამე წარმოადგენენ უნივერსალურ ველს, რომელშიც ინფორმაცია არის, იყო და იქნება. ცოცხალი (მზარდი) ორგანიზმების ტორსიული ველები, სხვა ინფორმაციასთან ერთად შეიცავენ სრულ მონაცემებს სხეულის მომავალი სტრუქტურის შესახებ და ქმნიან ერთგვარ მატრიცას.
აგნი-იოგას ფუნდამენტურ მცნებას წარმოადგენს აგრეთვე სინათლის მცნება (და არა შუქის), რადგან შუქს, რომელსაც ჩვენი თვალები აღიქვამს, აქვს ელექტრომაგნიტური ბუნება, ხოლო სინათლეს ადამიანი აღიქვამს მხოლოდ შინაგანი ხედვით და მას აქვს ტორსიული ბუნება.
როგორც ცნობილია, ამასთან ერთად არსებობს ცნება ბიოველის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1912 წელს შემოიღო ა. გურვიჩმა. იგი დღეს დადასტურებულია ექსპერიმენტალურად. მაგრამ ვინაიდან ფიზიკური ველი წარმოქმნილია ელემენტარული ან კიდევ უფრო მცირე ზომის ნაწილაკებით, რომელთა მოძრაობაში გამოხატულია არა მხოლოდ კორპუსკულური, არამედ ტალღური თვისებებიც (კორპუს-კულურ-ტალღური თვისებები) და რადგან როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი სამყარო აგებულია ერთი და იგივე ატომებით და მოლეკულებით, ამიტომ შეუძლებელია ცოცხალ მატერიას გააჩნდეს ისეთი ველი, რომელიც არ უნდა ჰქონდეს არაცოცხალ მატერიას და პირიქით. ამიტომ ყველა ის “ანომალური მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ექსტრასენსობასთან, ტელეპატიასთან, ტელეკინეზთან, ლევიტაციასთან წარმოადგენს ბიოლოგიური ორგანიზმის ტორსიული ველის (ბიოველის) გამოვლინებას.
ნათელი ხდება, რომ მეცნიერებამ დღეს შეიძლება დასვას ტოლობის ნიშანი ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა ფსიქიკური ენერგია, წმინდა ენერგია, ბიოველი, გონი, აზროვნება და ბოლოს ტორსიული ველი.
ამრიგად, ჩვენ თანდათან მივუახლოვდით ე.წ. ერთიანი ველის პრობლემებს. ცნობილია, რომ არსებობს ელექტრომაგნიტური და სუსტი ელექტრომოქმედებები. ფიზიკოსები მათ წარმოადგენენ როგორც ზოგადი ე.წ. ელექტროსუსტი ურთიერთობების კერძო შემთხვევებს. თავის მხრივ მოხერხდა ელექტროსუსტი ურთ-იერთობების გაერთიანება ბირთვულ ძალებთან (ძლიერი ურთიერთქმედებანი) და რაღაც “დიდი ერთიანობის” მიღება. მისი გაერთიანებით გრავიტაციასთან და ტორსიულ ველებთან ჩვენ მივიღებთ “სუპერერთიანობას.” შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ტორსიული ველი, არამედ სწორედ ეს ერთიანი სუპერველი, რომელიც აერთიანებს ყველა ცნობილ (და შესაძლებელია ჯერ უცნობ) ფიზიკურ ველს, არის ცნობიერების და აზრის მატარებელი. მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი როგორი ფიზიკური მახასიათებლები უნდა გააჩნდეს ამ ერთიან ველს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, არც თუ ისე ძნელი წარმოსადგენი ხდება ბუნებაში სიცოცხლისა და აზროვნების არაბიოლოგიური ფორმების არსებობა. გარდა ამისა, მეცნიერების უახლესი მიღწევები იძლევა ბუნების ე.წ. “ანომალური მოვლენების” გასაღებს, მაგალითად, მრავალი ზემოთ ნახსენები პარაფსიქოლოგიური მოვლენის, ბიოლოკაციის და სხვა “საიდუმლოებათა” ამოსახსნელად და ენერგიის დღემდე უცნობი წყაროების აღმოსაჩენადაც. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.