საბუღალტრო მომსახურების სტანდარტული პაკეტი მოიცავს:
- თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
- კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
- პირველადი დოკუმენტების ასახვა ჩვენს საბუღალტრო პროგრამაში;
- საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში;
- დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
- ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
- კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
- დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
- საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
- სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ფინანსური ანგარიშების მომზადება-წარდგენაც. მათ შორის, ბანკებისთვის (კრედიტის დამტკიცება / მონიტორინგისთვის საჭირო) სპეციფიკური ფინანსური ანგარიშების მომზადება / წარდგენა;
ჩვენი საბუღალტრო მომსახურება საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს კონცენტრირება მოახდინონ მხოლოდ კომპანიის ძირითად საქმიანობაზე და არ დახარჯონ დრო საბუღალტრო-საგადასახადო პრობლემების გადაწყვეტაზე, ისევე როგორც ურთიერთობაზე მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან.
ფასები...
ბუღალტრული მომსახურება, საბუღალტრო მომსახურება, ბუღალტერია აუთსორსინგზე, ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება აუთსორსინგზე, bughaltruli momsaxureba, sabughaltro momsaxureba autsorsingze, bughaltruli da auditoruli momsaxureba autsorsingze.
|