ვუდ ექსიმი
WOOD EXIM

  

ავეჯის დამზადება

თბილისი, ნუცუბიძის ქ. №14
თბილისი, ერისთავის  ქ. №5 (ს/ც საბა, მაღაზია 63)

+995 570 10 67 76

besogte@yahoo.com

www.bigsale.ge/woodexim
Back to Category
 
დამატებულია: 23.02.13

კომპანია “ვუდ ექსიმი” 1990 წლიდან აწარმოებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალ ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. კომპანია გთავაზობთ: ხის კარებს, ფანჯრებს, მასიური ხისგან ან მდფ-ისგან დამზადებულ ავეჯს, რკინის კარებს, პარკეტს, კიბეებს, საამშენებლო ბლოკს და სხვადასხვა სახის ჭედურ ნაკეთობებს.

კომპანია “ვუდ ექსიმ”_ში, ყველა სახის ხის, რკინის თუ სხვა მასალებისგან დამზადებული პროდუქცია იქმნება თქვენთვის სასურველი დიზაინის წინასწარ შერჩევითა და ბინის საერთო სტილის გათვალისწინებით.

- ოთახშორისი კარები, რომელსაც კომპანია “ვუდ ექსიმი” აწარმოებს, შეიძლება იყოს სტანდარტული და არა სტანდარტული ზომის. ოთახშორისი კარების წარმოებისათვის გამოიყენება მხოლოდ ნატურალური ნედლეული და მასალები, როგორიცაა: ფიჭვი, სოჭი, მუხა, წაბლი, წიფელა, რცხილა და ცაცხვი. აღნიშნული კარების დამზადების დროს გამოიყენება რეზინის შუასადებები, რაც იძლევა ხმის და თბო იზოლაციის საშუალებას. თანამედროვე ტიპის კონსტრუქცია ავსებს მაქსიმალურად კარებსა და ჩარჩოს შორის არსებულ ღიობს. საბოლოო სახის მისაღებად ხის კარები იღებება წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავებით, რომლებიც წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

- კომპანია ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სახის ნატურალური აფრიკული და ტროპიკული ხის შპონისაგან დამზადებულ მდფ-ის კარებს. მდფ-ის კარების შეღებვა ხდება პოლიურეთანის ლაქით, რომლის ფერთა გამა შეუზღუდავია. 

- მასიური ხის ავეჯის დამზადება ხდება კავკასიაში გავრცელებული ძვირფასი მერქნის ხისგან, რომელსაც ბუნებრივად აქვს შესანიშნავი სტრუქტურა, რაც განაპირობებს პროდუქციის საბოლოო სახის მაღალ ხარისხს. გთავაზობთ მასიური ხის საძინებლებს, მისაღები ოთახის ავეჯს, ინტერიერის მოპირკეთებას და სამზარეულო გარნიტურს.

- გთვაზობთ საოფისე და თანამედროვე სტილის ავეჯის ფართო არჩევანს. ასევე, შესაძლებელია დამზადდეს მასიური ხის და ლამინატის ავეჯის მიქსი, თანამედროვე სტილის ავეჯის აქსესუარებით, რაც საშუალებას მოგცემთ კომფორტულად იგრძნოთ თავი ავეჯის მოხმარებისას.

- კომპანია გთავაზოთ მუხის, წიფლის, რცხილის და ცაცხვის პარკეტის ფართო არჩევანს-ზომის ფორმისა და ხარისხის მიხედვით. ჩვენი სპეციალისტები კომსულტაციას გაგიწევენ თანამედროვე ტიპის ყველა სახის იატაკის შესახებ და დაგიგებენ თქვენს მიერ შერჩეულ ვარიანტს. ეკოლოგიურად სუფთა პარკეტი, მუდმივად შეგიქმნით სისუფთავისა და სრულყოფის განცდას. სხვადასხვა სახის დეკორატიული და მასიური ხისგან დამზადებული პარკეტი თქვენს განკარგულებაშია.

- კომპანიის მაღალ პროფესიული სპეციალისტები დაგიმზადებენ და დაგიმონტაჟებენ ხის კიბეებს, როგორც რიკულებით ასევე სხვადასხვა სახის დეკორატიული ორნამენტებით. გთავაზობთ თანამედროვე ტიპის დაკიდებულ კიბეებს, რომლებიც გაფორმებული იქნება როგორც მინით ასევე უჟანგავი ფოლადის ბაგირებით.

- კომპანია “ვუდ ექსიმი” დაგიმზადებთ გარაჟის და სხვა სათავსოების კარებს, ზემო ბავარიული სტილით, ასევე საწარმოო და სამრეწველო კარებს დისტანციური მართვის პულტით. თქვენ არჩევანი გექნებათ სხვადასვა ფერისა და სტილის მიხედვით გაალამაზოთ და კომფოტრულად აქციოთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე, თავი დააღწიოთ გარაჟის კარის მომქანცველ და მომაბეზრებელ გახსნა-დაკეტვას. მანქანიდან გადმოუსვლელად გაიხსნება თქვენი გარაჟის კარი. შეცვალეთ ძველი ახლით, ან დაამონტაჟეთ გაღების მექანიზმი და დატკბით კომფორტით.

- კომპანიის დამხმარე მეურნეობა გთავაზობთ სხვადსხვა სახის სამშენებლო ბლოკს, დამზადებულს როგორც ქართულ ასევე სომხურ პენზაზე. ასევე, ბეტონის ბლოკს, ცემენტსა და ქვიშას როგორც ნაყარს ასევე ტომრებში მოთავსებულს ადგილზე მიტანით.

- კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ სხვადასხვა სახის ჭედური ნაკეთობები: შესასვლელი კარების მიქსი - ხის და ჭედური რკინის კომბინაცია, ასევე ჭედური სახის მოაჯირები და გისოსები, რკინის დეკორატიული კიბეები, აივნების დეკორატიული გადახურვები.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.