ვილა ვარციხე
VILLA VARCIXE

  

დასასვენებელი კომპლექსი

ბაღდათი, დაბა ვარციხე

+995 8431 2 5 55 55

+995 91 229393; 99 985434; 55 050585

info@dlg.ge

www.bigsale.ge/varcixe
Back to Category
 
დამატებულია: 23.06.11

ვარციხე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. მშვენიერია მისი არა მარტო ბუნება, არამედ სახელწოდებაც:
,,ასწევს ჭიქას ბროლივით,                
დაიკვეხნის ვარციხე:
-არა მყვანან ტოლები,
ძველთაძველი ვარ ციხე!”
დასასვენებელი კომპლექსი "ვილა ვარციხე" მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით. ლამაზი ბუნება და შესანიშნავი ხედები კარგად წარმოაჩენს ქართულ კულტურას, ტრადიციებს და გაგიწევთ განთქმულ იმერულ მასპინძლობას.
"ვილა ვარციხე”  გთავაზობთ კომფორტულ დასვენებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს (ვინაიდან ყველაფერი იწარმოება ადგილობრივ ფერმაში) დაუვიწყარ  საღამოს როგორც მეგობრებთან, ისე ოჯახის წევრებთან ერთად.
“ვილა ვარციხეში" თქვენ შეგიძლიათ ინადიროთ ხოხობზე, მწყერზე (სეზონის მიხედვით ) ასევე ითევზაოთ და სურვილის შემთხვევაში იქვე დააგემოვნოთ თქვენს მიერ ნანადირევი და ნათევზავები. თავისუფალ დროს შეგიძლიათ ისეირნოთ ცხენებით და ნავებით, საღამო კი დასრულდება  ტრადიციული  ქართული სუფრით. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ,  ვარციხეში  ჩაატაროთ კონფერენციები,  კორპორატიული საღამოები,საქმიანი შეხვედრები.

მომსახურება:

- საოჯახო ტიპის კომფორტული სასტუმრო;
- ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება (ერთჯერადი);
- ცხელი-ცივი წყალი.
- გათბობა–გაგრილება კონდიცირებით (ასევე, ბუხარი);
- ტბის ტერიტორიაზე განთავსებულია:
- კაფე-ბარი;
- რესტორანი;
- ღია სამზარეულო;
- თონე;
- საწნახელი;
- სამწვადე;
- ჰამაკები.
* თევზაობა;
* ცხენებით ჯირითი;
* ნავებით  გასეირნება;
* ნარდი, ჭადრაკი, ბანქო, ბადმინტონი.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.