|
|
|
|
|
|
|
დამატებულია: 07.12.12 |
სამშენებლო კომპანია ,,UNIX” დაფუძნდა 2010 წლის 7 სექტემბერს და ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. კომპანია ორიენტირებულია, როგორც მაღალი ხარისხის და გემოვნების არქიტექტურულ ასევე, კონსტრუქციულად სეისმურად მდგრადი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. კომპანიაში დასაქმებულები არიან დიდი გამოცდილების მქონე მშენებლები, არქიტექტოერები, კონსტრუქტორები და მუშა პერსონალი. კომპანია ,,UNIX”-ს დაფუძნების დღიდან დადებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიასთან. აღნიშნული ლაბორატორია უზრუნველყოფს მთლიან სამშენებლო პროცესზე დამატებით ზედამხედველობას, ასევე სამშენებლო პროცესში გამოყენებული მასალების ლაბორატორიულ შემოწმებას. მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის რუსული წარმოების არმატურა და ბ-25 (მ-330) მარკის ბეტონი. ბინები არის 76,2 კვ/მ, 100 კვ/მ, 120კვ/მ, 134კვ/მ.
ამჟამად, ,,UNIX” ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას თბილისში, ბუდაპეშტის 1 შესახვევი 8 ნომერში (ვაჟა-ფშაველას დასაწყისში არქივის უკან), კორპუსი ჩაბარდება 2013 წლის გაზაფხულზე თეთრი კარკასის კონდიციით და მოიცავს შემდეგს:
ა. დასრულებული შენობის ფასადი
ბ. სადარბაზო მოპირკეთებული
გ. მიწისქვეშა ავტოსადგომი დამატებითი სათავსოებით, ჩასასვლელი პანდუსით
დ. ლიფტი დამონტაჟებული
ე. ელ. გაყვანილობა ბინამდე მიყვანილი
ვ. ბინაში შესასვლელი კარი
ზ. შიდა და გარე მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯარა მინაპაკეტით
თ. წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში მიყვანილი
ი. ბუნებრივი აირის მილგაყვანილობა ბინაში მიყვანილი
კ. საცხოვრებელი ბინის შიდა ტიხრები არსებული ან ,, მყიდველის” მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად
ლ. იატაკი მოჭიმული
მ. აივნები მოპირკეთებული.
კომპანია ,,UNIX” ,,მყიდველს ასევე, სთავაზობს მასთან შეთანხმებული დიზაინით და სარემონტო მასალებით შეძენილ ბინაში სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.
|
|
|
|