საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი გასცემს სახელმწიფო სერტიფიკატს
ვიზრუნებთ თქვენი საუკეთესო სახელობო განათლებისათვის. სწავლების მაღალ ხარისხს განაპირობებს ცენტრის მრავსლწლიანი გამოცდილების მქონე ოსტატ-ინსტრუქტორთა და პედაგოგთა პროფესიონალიზმი.
სასწავლო ცენტრი პერიოდულად მოაწყობს სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, სახელობო კონკურსებს.
წარჩინებული სტუდენტებისათვის სასწავლებელი უზრუნველყოფს ყოველმხრივ ხელშეწყობას, მათ შორის, საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობას. წარჩინებით კურსდამთავრებულთა შემდგომში დახელოვნების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს ბიზნესინკუბატორში მათ დრებით დასაქმებას.
მიღება წარმოებს ზოგადი უნარების ტესტირებითა და ოსტატ-პედაგოგებთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.
ფუნქციონირებს საბიუჯეტო და ფასიანი სწავლების სექტორები.
შეღავათებით სარგებლობენ მზრუნველობამოკლებული, უნარშეზღუდული, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მაზარდები.
ფაკულტეტები და პირობები... |