გიორგი თითბერიძე
GEORGE TITBERIDZE

  

იურიდიული მომსახურება

თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5

+995 32 250 51 12

+995 599 50 10 18

gtitberidze@gmail.com   

www.bigsale.ge/titberidze
Back to Category
 
დამატებულია: 11.07.17

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრი; მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, „დავების განმხილველი ცენტრი"-ს არბიტრი.
2014 წლის ოქტობრიდან - დიდი ბრიტანეთის არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის CIArb-ის წევრი (MCIArb);

საადვოკატო პრაქტიკა 1999 წლიდან.
საადვოკატო და იურიდიული მომსახურება შემდეგ სფეროებში

უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება;

ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები საკონსტიტუციო, სამეწარმეო, სახელშეკრულებო, საბანკო, სადაზღვევო, საგადასახადო, გაკოტრების, ინტელექტუალური, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომის სამართლის საკითხებზე;

უძრავი ქონების შეძენის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
ბიზნესის დაწყების ორგანიზება, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა - დოკუმენტაციის დამუშავება, მათი სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, კონტრაგენტებთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, დამკვეთის კონტრაქტების სამართლებრივი ანალიზი, ახალი კონტრაქტების მომზადება და სათანადო გაფორმება;
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავების წარმოება, ქონების უკანონო მფლობელობის აღკვეთასთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოება, სხვა საბინაო, აგრეთვე სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, საგადასახადო დავების წარმოება საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში.
წარმომადგენლობა კერძო არბიტრაჟში და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განმხილველ საბჭოში; 



მასალების მომზადება და საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსასამართლოში;
მოდავე მხარეთა შორის მედიატორის ან დამოუკიდებელი არბიტრის (Ad hoc) მისიის განხორციელება.

რეზონანსული საქმეები:
1. დავა შპს "ახაშენი”-ს პარტნიორებს შორის მოგების თანხის, 4 500 000 აშშ დოლარის მიკუთვნების შესახებ;
2. დავა ყოფილი პარლამენტარების, კოტე ბარქაიას და სანდრო ბრეგაძეს შორის;
3. დავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს "ნიუ თბილისს” შორის მათემატიკის ინსტიტუტის მიერ დაკავებული შენობის და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
4. დავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება "ბეჭდვითი სიტყვის კომბინატს” შორის ქონების გამოთხოვის შესახებ;
5. დავა ყოფილი გამომცემლობა "საქართველო”-ს შრომითი კოლექტივის წევრებსა და სააქციო საზოგადოება "ბეჭდვითი სიტყვის კომბინატს” შორის ქონების მიკუთვნების შესახებ;
6. დავა რუსთავის საკრებულოს წევრებს ნიკოლოზ მენთეშაშვილსა და მამუკა აბულაძეს შორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევნების საკითხზე;
7. დავა სააქციო საზოგადოება "საქგაზს” და ფასების სახელმწიფო ინსპექციას შორის გაზის ტარიფთან დაკავშირებით;
8. დავა სააქციო საზოგადოება "საქგაზს” და სადიტრიბუციო კომპანიებს შორის ზიანის ანაზღაურების შესახებ;
9. დავა თბილისში, უზნაძის ქ. #4-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და სააქციო საზოგადოება "თბოელექტროცენტრალს”, გარემოს დაცვის სამინისტოსა და თბილისის მერიას შორის ზიანის ანაზღაურების შესახებ;
10. დავა თბილისის სამომხმარებლო კოოპერატივსა და ფიზიკურ პირებს შორის შენობის პრივატიზების ბათილად ცნობის საკითხზე;
11.დავა თბილისში, გალის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და ფიზიკურ პირს შორის შენობის კუთვნილებისა და ქონების ჩამორთმევის საკითხზე;
12. დავა შპს "სოფლის სახლს” და სააქციო საზოგადოება "თელასს” შორის თანხის დარიცხვის კანონიერების საკითხზე;
13. დავა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირსა დამ ის მოიჯარეს შორის შენობის რემონტისათვის გაღებული მნიშვნელოვანი ხარჯის ანაზღაურების საკითხზე;
14. დავა თბილისის #53-ე საჯარო სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხზე;
15. დავა შპს "ქართული ფილმი-უძრავ ქონებასა” და შპს გაზეთ ლელო”-ს შორის საიჯარო ქირის დავალიანებასა და ზიანის ანაზღაურების შესახებ;
16. დავა შპს "გეორგ-ფლაუერსსა” და მცხეთის რაიონის გამგეობას შორის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით;
17. დავა ტელეკომპანია "იმედის” აქციების მფლობელს გიორგი ჯაოშვილსა და გაზეთ "კვირის პალიტრას” შორის პატივისა და ღირსების დაცვის საკითხზე;
18. დავა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე აკბარ რუსტამს და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით;
19. საკონსტიტუციო დავა "სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის ცალკეული მუხლების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე

20. შპს „მუხა"-ს სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინსიტროს, შპს „სამგორი-94"-ს, შპს „ელექტრონი:-ს და ალექსანდრე ჯაფარიძის მიმართ ქონების ჩუქების შესახებ დადებული გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. საქმე განხილვის სტადიაშია.
21. შპს  „მარშე"-ს გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული საქმე.
22. დავა შპს "ტიფლის დეველომენტს" და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შენობის გამოთავისუფლების შესახებ.
23. დავა გელა ბარკალაიას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების (ავტომანქანების) დაბრუნების შესახებ.

tberidze@yahoo.com   gtitberidze@mail.ru 
პროფესიული გამოცდილება...

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.