თეთრი სახლი
TETRI SAKHLI

  

ქართული რესტორანი

თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო,
მირცხულავას ქუჩის მიმდებარედ

+995 593 72 54 45

რესტორანი თეთრი სახლი

www.bigsale.ge/tetri-sakhli
Back to Category
 
დამატებულია: 24.02.15

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სარესტორნო ბიზნესია. შესაბამისად დიდია კონკურენციაც. მომხმარებლის მოზიდვა, მისთვის თავის მოწონება და შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება. რესტორანი „თეთრი სახლის“ ახალი ხელმძღვანელობისთვის ყოველივე ეს უბრალოდ ახალი და საინტერესო გამოწვევაა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რესტორნის შერჩევისას?
1. ინტერიერი, გარემო;
2. მენიუ, კერძები;
3. მომსახურება;
4. მუსიკალური პროგრამა;
5. ფასები.
რა დაგვხვდება რესტორან „თეთრ სახლში“ სტუმრობისას?


ინტერიერი, გარემო
1. რესტორანზე, ისევე როგორც ნებისმერ სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაზე, პირველი შთაბეჭდილება ინტერიერიდან გამომდინარე იქმნება.
განახლებული რესტორანი „თეთრი სახლის“ ინტერიერი - სადა, დახვეწილი, ელეგანტური, კლასიკურია, გამოგადგებათ ნებისმეირი ტიპის ღონისძიების აღსანიშნავად. დაბადების დღიდან დაწყებული, კორპორატიული წვეულებებითა და ქორწილით დამთავრებული.
„თეთრი სახლი“ შედგება 600 პერსონაზე გათვლილი დიდი დარბაზისა და 100 პერსონაზე გათვლილი პატარა დარბაზისგან.

მენიუ, კერძები
2. ნატურალური პროდუქტით დამზადებული კერძის დაგემოვნება თუ გსურთ „თეთრი სახლი“ მზადაა გიმასპინძლოთ. ქართულ-ევროპული კერძებისგან შემდგარ მრავალფეროვან მენიუს მაღალკვალიფიციური მზარეულები გთავაზობენ.

მომსახურება
3. გემრიელად შეკაზმულ და საუცხოოდ მორთულ კერძებს სუფრასთან გამოცდილი, მაღალი კლასის მიმტანები მოგართმევენ. ისე მოგემსახურებიან მართლა „თეთრ სახლში“ გეგონებათ თავი.

მუსიკალური პროგრამა
4. ლაზათიანად მომზადებულ და მორთმეულ კერძს სასიამოვნო მუსიკის ჰანგები კიდევ უფრო გემრიელს გახდის. მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ცოცხალი შესრულებით ყოველ საღამოს შეგიძლიათ მოისმინოთ.

ფასები
5. და მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს - რა დაგვიჯდება ეს სიამოვნება. ფასები გაცილებით დაბალია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის კი დამატებით ფასდაკელების სისტემა გვაქვს შემუშავებული. ფასები დაწვრილებით თანდართულ ფაილებში იხილეთ.




 

ყოველდღიური სიახლეები იხილეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე...

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.