სიახლე - ჰატჰა-იოგა
სამშაბათი-ხუთშაბათი 5:30
შაბათი - 12 :00
ერთთვიანი აბონემენტის ფასი - 100 ლარი
ჰატჰა-იოგა (ერთერთი სახეობა იმ სახეობებიდან, რომელსაც შემოგთავაზებთ სტუდიო7-ში) - სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგაა; ის კლასიკური იოგის პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, ჰათჰა იოგა შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან: ასანები (იოგას პოზები), პრანაიმა (სუნთქვითი ვარჯიშები) და მედიტაცია. ამასთან ერთად ჰათჰა არა მხოლოდ პრაქტიკაა, არამედ გონების და სხეულის განწმენდის უნივერსალური მეთოდია. ძველი ინდუსების სწავლების მიხედით იოგა ეს მსოფლმხედველობაა, რომელიც გვთავაზობს ცხოვრების თავის სტილს და აზროვნების წესს.
რაც შეეხება უშუალოდ პრაქტიკას, ჰათჰა იოგა განიხილავს ადამიანს, როგორც ენერგეტიკულ სისტემას. ან სისტემის შესაბამისად 13 არხის მეშვეობით ადამიანში ცირკულირებს ათი სახის ენერგია. ჰათჰა იოგას პრაქტიკის მიზანია, მათი სწორედ მართვის სწავლა...
სიახლე სტუდიო7-ში
კალანეტიკა!!!!!
80-ან წლებში კალან პიკნიმ, ფიტნეს რევოლუცია მოახდინა, ეს არის უნიკალური და ინდივიდუალური ვარჯიშების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული კუნთების იზოლაცია და პატარა, მაგრამ ძლიერი მოძრაობებით მათზე მუშაობა. ამ მეთოდით კუნთები და უჯრედები უფრო ეფექტურად მუშაობენ და თქვენ შედეგს სულ რაღაც ერთ საათში გრძნობთ და 2 საათში ხედავთ.
კალანეტიკას იოგას ადარებენ, რადგან ეს მარტო აერობიკა არ არის. ეს არის სუნთქვის, სხეულისა და გონების ვარჯიშები ერთად. როგორც იოგა, ასევე კალანეტიკა უმჯობესია დილას ივარჯიშოთ, რადგან მთელი დღე ენერგიაზე იყოთ და იგრძნოთ თავი უფრო ლამაზად:)
მადონა, გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი, კაილი მინოუგი, კეიტ მოსი და სხვა მრავალი ვარსკვლავი უკვე წლებია კალანეტიკას ვარჯიშობენ!!!
შემოგვიერთდით ყოველ სამშაბათს-ხუთშაბათს და შაბათს 10:30!!!!! ტელ:2 99 77 56
“STUDIO 7” ქალთა სილამაზისა და გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელიც ჭონქაძის 7 ნომერში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ქალების თავის მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეშია თავმოყრილი. გარემო ჯანსაღი, კომფორტული და ნათელია. ცენტრი საქმიან ქალებზეა გათვლილი - გვიანობამდე მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში დილით ადრე იხსნება. ცენტრში ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორები, მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგი და პროფესიონალი მასაჟისტები მოგემსახურებიან.
რას გვთავაზობს “STUDIO 7” ?
ვარჯიშები:
ტაე ბო - უნიკალური ფიტნეს სისტემა შექმნილი ორთაბრძოლების: ბოქსი, ტაეკვანდო, კიკ ბოქსის ილეთებით. მიმდინარეობს ენერგიული მუსიკის ქვეშ. მისი მეშვეობით სწრაფად ხდება ზედმეტი კილოგრამების მოცილება.
პილატესი - პროგრამა აწყობილი იოგას, ბალეტის და კლასიკური აერობიკის ილეთებზე. საკმაოდ რთული პროგრამაა. ათავისუფლებს ზურგის ტკივილისგან, აუმჯობესებს კოორდინაციის უნარს, კუნთებს ლამაზად ავითარებს და სხეულს უნიკალურ ფორმას ანიჭებს.
ბოდი ვორქაუთი - აერობიკის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა პროგრამის სინთეზია. მოიცავს სტეპ-აერობიკას, ქორეოგრაფიას და სხვ. აძლიერებს გულს, ფილტვებს, ხელს უწყობს კალორიების წვას, ზრდის ენერგიას, ამცირებს სტრესს. სასურველი შედეგი ამ პროგრამით მოკლე დროში მიიღწევა. საუკეთესოა ადამიანებისთვის, რომლებსაც სამსახურის გამო მთელი დღე ჯდომაში ატარებენ დროს.
საცეკვაო აერობიკა - აერობიკა, რომელიც შეიცავს ცეკვის ილეთებს სხვადასხვა ცნობილი ცეკვებიდან: სამბა, რუმბა, ტანგო, აზიური ცეკვები, ჰიპ-ჰოპი და სხვ. პროგრამა “STUDIO 7”-ის მიერაა შემუშავებული. პირველი ნახევარი საათი დატვირთულია ცეკვით, შემდეგ კი ხდება სხეულის პრობლემურ ზონებზე მუშაობა. პროგრამა ეფექტურია სხეულის კორექციისთვის და პლასტიურობისთვის, თან შეისწავლით ცეკვის ილეთებსაც.
ქართული ცეკვის აერობიკა - ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა, სადაც შერწმულია აერობიკა და ქართული ცეკვის ილეთები. პროგრამა კარგია მათთვის, ვისაც სურს დაიკლოს წონაში, დახვეწოს სხეულის ფორმები, შეისწავლოს ქართული ცეკვის ილეთები, გახდეს უფრო მოქნილი და პლასტიური.
მასაჟი:
სამკურნალო - კარგია მათთვის, ვისაც ზურგის და ხერხემლის პრობლემები აწუხებს. მასაჟს სერტიფიცირებული ექიმი-მასაჟისტები აკეთებენ.
რელაქს-მასაჟი - კეთდება სპეციალური ეთერზეთებით. გადაღლილი, საქმიანი ქალებისთვის ეს აბსოლუტური განტვირთვის და უარყოფითი ემოციებისგან დაცლის პროცედურაა.
გამამკვრივებელი, ანტიცელულიტური - ენერგიული მასაჟი. საჭიროა გადაბმულად 15-20 პროცედურის ჩატარება მაინც. საოცარი შედეგი აქვს სხეულისთვის ლამაზი ფორმების მისაცემად.
ჰიდრო-წყალქვეშა - უნიკალური პროცედურა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წყალი უყვარს. აქაც არის სამკურნალო, გამამკვირვებელი და ანტიცელულიტური მიმართულებები. გაცილებით ეფექტურია ვიდრე მანუალური მასაჟი. საჭიროა 10-15 პროცედურის ჩატარება მაინც.
პილინგი - სხეულს აცლის გაუხეშებულ, მკვდარ უჯრედებს. კეთდება სპეციალური მარილებით. კანი იწყებს სუნთქვას, ხდება ერთგვაროვანი. ამ პროცედურის შემდეგ ნამზეური გაცილებით თანაბრად და კარგად მიიღება.
გარდა ამისა, ცენტრი გვთავაზობს ინდივიდუალურ ვარჯიშებს, ინდივიდუალური კვებისა და წონის კორექციის პროგრამებს.
“STUDIO 7”-ს ასევე აქვს სილამაზის სალონი, სადაც შედის შემდეგი მომსახურებები: თმის შეჭრა და დავარცხნა, თმის შეღებვა, მელირება, მანიკური, პედიკური; კოსმეტოლოგის მომსახურება - სახის გაწმენდა, სახის მასაჟი, წარბების კორექცია, მაკიაჟი, ბიო-ეპილაცია, ელექტრო ეპილაცია. წონის პრობლემებთან დაკავშირებით კონსულტაციას გაგიწევთ ენდოკრინოლოგი. დიეტები, რომლებსაც ცენტრში რეკომენდაციას უწევენ, გულისხმობს ჯანსაღ კვებას,ის თითოეული თქვენგანის გემოვნებაზეა მორგებული და არ არის ფსიქოლოგიურად სტრესული.. აქ მიღებული რჩევები მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ.
ერთფეროვნება მომაბეზრებელია, ამიტომ ცენტრი მუდმივად ზრუნავს განახლებაზე. ცენტრი მუდმივად უწევს პროპაგანდას ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყველას ურჩევს ვარჯიში ცხოვრების სტილად აქციოს. “STUDIO 7” ერთადერთი მსგავსი ცენტრია საქართველოში, სადაც სასურველი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში (თუ ადამიანს სრული პაკეტი აქვს აღებული და მას ბოლომდე მიყვება) თანხა უკან უბრუნდება.
წინასწარ გადახდის დროს “STUDIO 7”-ში ერთ პროცედურას საჩუქრად მიიღებთ.
- ასე რომ, თუ გნებავთ დაისვენოთ, გალამაზდეთ, გაჯანსაღდეთ და უბრალოდ თავი კარგად იგრძნოთ - მიაკითხეთ “STUDIO 7”-ს! |