სასტუმრო “სოლომონი 1805” გაიხსნა 2010 წლის 28 დეკემბერს. სახელწოდება მიენიჭა დიდი ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის საპატივსაცემოდ, რომელიც წარმოშობით სიღნაღიდან გახლდათ.
სასტუმროს გააჩნია რესტორანი, საზაფხულო კაფე-ტერასა, ტრადიციული ქართული მარანი და საკონფერენციო დარბაზი.
ოთახები აღჭურვილია უფასო საკაბელო ინტერნეტით, ტელეფონით, სატელიტური სატელევიზიო არხებით, მინი-ბარით, სეიფით, თმის საშრობით და მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული.
თითოეული ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე.
სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 60 ადამიანზე, სადაც შესაძლებელია შედგეს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს შეხვედრები, სემინარები თუ კონფერენციები.
სასტუმროს რესტორანი: ქართული, ტრადიციული და ევროპული სამზარეულო.
|