თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა
TBILISI SCHOOL OF BLIND CHILDREN №202 

  

სკოლა-პანსიონი

თბილისი, გუთნის ქ. №6

+995 32 277 14 83

+995 599 70 03 19

www.bigsale.ge/school202
Back to Category
 
დამატებულია: 25.03.13
შეზღუდული უნარის მქონე ბავშვთა სწავლა-აღზრდა, რომლებიც მხედველობის ორგანოების დაზიანების გამო მიეკუთვნებიან უსინათლოთა კონტინგენტს, მიმდინარეობს საქართველოში არსებულ ერთადერთ სასწავლო დაწესებულებაში თბილისის No. 202 საჯარო სკოლა-პანსიონში (მისამართი: ისნის რ-ნი, გუთნის ქ.No. 6 ).
სკოლაში მიიღებიან ბავშვები 6 წლის ასაკიდან, რომელთაც აღენიშნება მხედველობის სრული დაკარგვა ან აქვთ ნარჩენი მხედველობა (მხედველობა უნდა მერყეობდეს 0,04-0,05 ფარგლებში ).
სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კონტინგენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ისწავლება საყოფაცხოვრებო და სივრცითი ორიენტაცია, რიტმიკა, ფიზიკური განვითარების მონაცემების მიხედვით უტარდებათ სამკურნალო ფიზკულტურა, რაც ხელს უწყობს უსინათლო ბავშვებს ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას, სივრცეში ადაპტაციას.
დაწყებით კლასებში დიდი ყურადღება ექცევა შეხების განვითარებას, რაც წამყვან როლს ასრულებს უსინათლოთათვის რელიეფური შრიფტით (ბრაილის შრიფტით ) წერა-კითხვის დაუფლებას.
სკოლაში ფუნქციონირებს შაშის, ჭადრაკის, უცხო ენის შემსწავლელი წრეები, მომღერალთა გუნდი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ბავშვები ეუფლებიან მათთვის მისაწვდომი შრომის სხვადასხვა სახეობას: ჯაგრისების კეთებას, ქსოვას, კულინარიას. სკოლა-პანსიონში შეუძლიათ დაეუფლონ კომპიუტერს უსინათლოთათვის არსებული სპეციალური პროგრამით.
საშუალო სკოლის დამთავრებასთან ერთად ეუფლებიან მასაჟისტის სპეციალობას და იღებენ მოწმობას, რაც აძლევს საშუალებას სკოლის კურსდამთავრებულმა თავისი მომავალი შრომითი საქმიანობა ამ სპეციალობას დაუკავშიროს.
სკოლას აქვს მხატვრული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, აუდიოტექნიკით, რომლის დახმარებით შესაძლებელია გაკვეთილის მომზადება, მხატვრული ლიტერატურის გაცნობა.
სკოლაში არსებობს სარეაბილიტაციო ოთახი, აღჭურვილი თანამედროვე ტრენაჟორებით.
სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი.
სკოლის შენობა გაზიფიცირებულია, არის ცენტრალიზებული გათბობა, დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა კვებას (კვება ოთხჯერადია).
სკოლას აფინანსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდა და კვება იყოს უფასო.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში.
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.