სასტუმრო „სავანე“ მდებარეობს ქ. ქობულეთში დ. აღმაშენებლის ქ. #362-ში. ქობულეთი არის შავიზღვისპირეთის ლამაზი, პატარა ქალაქი. იგი გამოირჩევა განსაკუთრებული მიკროკლიმატით. ზღვის დონიდან 3-4 მეტრის სიმაღლეზეა. მას აქვს 12 კმ. სიგრძის პლიაჟი, რომელიც მოწყობილია საშხაპეებით, ქოლგებით, შეზლონგებით, კაფე-ბარებით, ბუნგალოებით და დისკო-კლუბებით. ქობულეთს და ბათუმს შორის 25 კილომეტრია.

ქობულეთი გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზით და სასიამოვნო ტემპერატურის წყლით.

სასტუმრო „სავანე“ ფუნქციონირებს 2000 წლიდან. მას აქვს 25 – 2, 3, 4 ადგილიანი კომფორტული ნომერი, ასევე ლუქსი და საოჯახო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზორები საკაბელო ხაზით, კონდიციონერი ყველა ნომერში. კაფე-რესტორანი რომელიც ემსახურება როგორც კომპლექსურ კვებას, ასევე შეკვეთებსაც და უგემრიელესი ქართული სამზარეულო.

სასტუმრო მოშორებულია ქუჩის ხმაურს, იგი ჩაფლულია სიმწვანეში. შიდა ბაღის ფართი შეადგენს 1500 კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები როგორიც არის სხვადასხვა ჯიშის პალმები, ჰორტენზია, კივი, დრაცენა, კარალოკი, ხურმა, ლეღვი, პასიფლორა, ყურძენი და ბევრი ულამაზესი ყვავილი.


ეზოს ამშვენებს პატარა აუზი, ხელოვნური ჩანჩქერით, ბამბუკის ფანჩატურები, მაგიდები თეთრი ქოლგებით, საქანელები და ლამპიონები, და რაც ყველაზე მთავარია, სასტუმროს აქვს დიდი, ფართო ტერასები მაგიდებითა და სავარძლებით.

სასტუმრო „სავანე“-ში გატარებული დღეები, თქვენი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად დარჩება. გვესტუმრეთ!