თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (ათწლედი) დაფუძნებულია 1973 წელს.
სასწავლებელი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც თქვენს ბავშვებს პირველი ოთხი წლის მანძილზე შეასწავლიან ფერწერის, კომპოზიციის, გრაფიკისა და ძერწვის საგნებს, თოჯინების კერვასა და ქსოვის ტექნოლოგიას. V კლასიდან გამოვლენილი უნარის მიხედვით მოსწავლეები გადანაწილდებიან ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და დეკორატიული ქსოვის ჯგუფებში.
სასწავლებელში ჩაირიცხებიან საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები გამოცდის საფუძველზე, რომელიც ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში.
ათწლიანი სწავლების დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელ მოწმობებს.
სწავლა უფასოა!
|