სასტომრო-რესტორანი ,,საჩვენო“
გეპატიჟებათ რესტორანი ,,საჩვენო“. აქ თქვენ გელით მყუდრო და დახვეწილი გარემო, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი, ცოცხალი მუსიკა და რაც მთავარია თანამედროვე და ტრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.
რესტორანს გააჩნია მრავალფეროვანი სამზარეულო: შემწვარი ციკანი, გოჭი, კურდღელი, მწყერი. საფირმო კერძები: ,,საჩვენო”,ზუთხი მონასტრულად, სოკო-სოკოში, ხაჭაპური შამფურზე და ნებისმიერი სხვა კერძი, რასაც სტუმარი მოისურვებს.
რესტორანს აქვს კუპეები , სადაც თავსდება 10-დან 30-მდე კაცი. რესტორანში მომსახურების გადასახადი არ არის.
ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები დასვენებისა და გართობის საუკეთესო გარანტიაა თბილისელებისათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.
რესტორნული მომსახურების გარდა ,,საჩვენო“ გთავაზობთ მსოფლიო დონის ულტრათანამედროვე სასტუმროს, რომელიც შექმნილია რჩეული ადამიანებისთვის, ადამიანებისთვის რომლებიც აფასებენ ექსკლუზიურობას, უმაღლესს სერვისს და ხარისხს. სასტუმროს არქიტექტურა ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციებს და თანამედროვეობას.
სასტუმრო ,,საჩვენოს“ გააჩნია 14 აპარტამენტი.
3 VIP ნომერი: ნომრებს გააჩნია დიდი ბასეინი, 3 ჯაკუზი, 2 დიდი საძინებელი , დიდი მისაღები ოთახი, ბუხარი, დიდი აივანი , ტელევიზორი, ინტერნეტი.
3 ლუქსი: ნომრებს გააჩნია მისაღები ოთახი ბუხრით,2 საძინებელი1 ჯაკუზი, 1 ბასეინი, 1 სოლარიუმი.
8 სტანდარტული : არის ერთსაძინებლიანი და ორსაძინებლიანი ნომრები.
ყველა ნომერი არის სამსართულიანი, ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი ავტოფარეხი. თითოეული ნომერი შეესაბამება არა მარტო თანამედროვე სტანდარტებს, არამედ გეხმარებათ საფუძვლიანად და კომფორტულად დასვენებაში. ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა უსადენო ინტერნეტი WI-FI, ტელევიზორი CD DVD მოთხოვნით.
სასტუმრო საჩვენოში ყველაფერი, დაწყებული ტექნიკით დამთავრებული სააბაზანო ნივთებით თუ თეთრეულით შეირჩა მხოლოდ ერთი მიზნით—თქვენი კომფორტი.
სასტუმროში არის 24 საათიანი რესტორნული მომსახურება .
შესაძლებელია აპარტამენტების წინასწარი დაჯავშნა.
მოაწყვე საქორწინო წვეულება საჩვენოში და მიიღე ნომერი ახლად დაქორწინებულთათვის სრულიად უფასოდ.
გვეწვიეთ საჩვენოში . ისიამოვნეთ კომფორტითა და საუცხოო გარემოთი და გახადეთ თქვენი ვიზიტი დაუვიწყარი და შთამბეჭდავი. |