სტუდია „რიტმი“ მრავალი წელია, წარმატებით ახორვიელებს მოღვაწეობას თანამედროვე ცეკვის სტუდიებს შორის... სტუდიის" დამაარსებელი და ხელმძღვანელია პროფესიონალი ქორეოგრაფი ჰამლეტ მანუკიანი...
“რიტმში” გაუთავებელი ხალხმრავლობა მხოლოდ იმიტომაა რომ აქ სუფევს:
- ცეკვის ხალისიანი და დაუზოგავი სრულყოფა
- მოცეკვავეთა შორის ერთმანეთზე ზრუნვის განწყობა
- მოსწავლეთა და მასწავლებელს შორის მეგობრული დამოკიდებულება
- ადამიანში ცეკვის სურვილის გაღვიძება
- პირველი ნაბიჯების თამამად გადადგმა
- ცეკვის გადაქცევა ცხოვრების წესად
ეს სანიმუშო სტუდია ცეკვის სამეჯლისო სიფაქიზესაც ნერგავს და ცეკვის სპორტულ იერზე ზრუნავს.
ცეკვის ხელოვნებას ეუფლებიან როგორც ბავშვები (6 წლიდან) და მოზარდები (13 წლიდან), აგრეთვე უფროსები. უფროსებისთვის სპეციალურად შექმნილია სამოყვარულო კურსი, რომელიც ითვალისწინებს პოპულარული ცეკვების შესწავლას დაჩქარებული მეთოდით. სტუდიაში შეძენილი ცოდნა ეხმარება მათ იყვნენ გამორჩეულნი და დახვეწილნი ნებისმიერ საცეკვაო საღამოსა თუ წვეულებაზე.
“ რიტმი“ გთავაზობთ მსურველებს ინდივიდუალურ გაკვეთილებსაც; დღეს მსოფლიოში ცეკვის შესწავლის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ჩვენ სტუდიაში კვალიფიციური მასწავლებლის დახმარებით ადვილად და სწრაფად დაეუფლებით ცეკვის ხელოვნებას.
სტუდიაში ისწავლება შემდეგი ცეკვები:
ლათინო-ამერიკული: სამბა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, პასადობლი, ჯაივი.
ევროპული: ნელი ვალსი, ტანგო, ვენური ვალსი, ფოქსტროტი, ქვიქსტეპი.
2013-2014 წლის საცეკვაო სეზონისთვის “რიტმი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას..
(სტუდიაში მიღება წარმოებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.)
იცეკვეთ და იყავით ბედნიერები!!!! |
|