რესტორანი რაჭუკუნა
Restaurant Rachukuna

  

რესტორანი

 

 

 

www.bigsale.ge/rachukuna
Back to Category
 
დამატებულია: 03.07.14

რაჭული გემოს დაბრუნება თბილისში!

დაბალი ფასები და რაჭული მენიუ:
ლობიო ქოთნით, მჭადა, მწნილი - ფასი 5 ლარი.
ხაში (დილის 8 საათიდან), ერთი პური, 50 გრ. ჭაჭა - 5 ლარი.
ბურვაკის მწვადი - 250 გრ - 7 ლარი.
ზაქის მწვადი - 150 გრ. – 3,5 ლარი.
კაკლის უღელზე დაყენებული დაძველებული ხვანჭკარის ჭაჭა.
წულუკიძის თეთრა (სოფელი ჩორჯო)

50 სახეობის კერძი

კერძები რაჭული ლორით მზადდება, მომსახურების საფასურს არ გადაიხდით.
დარბაზში შუა ცეცხლზე იხარშება კერძები, შუა ადგილას არის ჭური, საიდანაც ორშიმოს საშუალებით შეძლებთ თქვენს მიერ მოტანილი, ან აქ ნაყიდი ღვინის ამოღებასა და სურვილის შემთხვევაში დოქში თავად ჩამოსხმას.

დარბაზში იხილავთ უჩვეულო სანახაობებს, არის მწყერი, მცურავი კალმახები, ცხოველების ფიტული, თუ ტყავი, ცოცხალი მუსიკა უფასოა.
მომავალში აქ გაიმართება პოეზიის საღამოები, ფუძნდება მწერლების კლუბი „ხმელი წიფელი“, მათი მიზანია ილია მართლის იდეების განხორციელება. რესტორანში ჩამოყალიბდება ტრადიციული რაჭული სადურგლო სკოლა, რომელიც საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მივიწყებული ორნამენტები და მისგან დამზადებული დუროიანი სახლები, კიბის მოაჯირები, თაღები თუ სხვა...

რესტრან „რაჭუკუნას“ მთავარი ხიბლი ის ტრადიციული რაჭული კერძებია, რომლებიც მარტო რაჭაში მზადდება, ახლა უკვე თბილისშიც შესაძლებელია მათი დაგემოვნება.
რეტორანში „რაჭუკუნა“ სიახლეა! - ფუძნდება „რაჭის სახლი“, სადაც რაჭიდან გამოგზავნილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია გაიყიდება, ჭელიძეების თაფლი, მიქაუტაძეების ვაშლი, აბაიშვილების ლორი, მსხალი, კომში, ზღმარტლი, თხილი, კაკალი, ჯონჯოლი, ქალაკოდა, ბუღლავა, კარტოფილი, მაჭვნარა, ფრინველის და წვრილფეხა საქონლის შაშხი, ყველი, სიმინდის ფქვილი, გოცირიძეების „ხვანჭკარა“ და „წულუკიძის თეთრა“, ჭოხონელიძეების კაკლის უღელზე დაძველებული ხვანჭკარის ჭაჭა და სხვ.
რაჭასთან ასეთი ურთიერთობის დამყარება სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია, მთიანი რეგიონი დემოგრაფიულ კოლაფსშია, ამიტომ ორგანიზებულმა გვარებმა და რაჭიდან წამოსულმა საზოგადოებამ მისი ფუძე სოფელი, ადგილის დედა უნდა გადაარჩინოს. „რაჭის სახლი“ ყველა გულშემატკივარს უღებს კარს.

რესტორან „რაჭუკუნას“ 10 კაციანი მენიუ (ქაჩავს 12-ზეც)
10 კაციანი სუფრა 100$ (177,5 ლარი)
შქმერული - 2 (17 ლარი)
მწვადი - 4 (28 ლარი)
ყაურმა გოჭის - 2 (13 ლარი)
ხბოს ჩაშუშული - 2 (13 ლარი)
ვიჩინაში შემწვარი კარტოფილი - 2 (14 ლარი)
ხაჭაპური მეგრული - 1 (8,5 ლარი)
ლობიანი ლორით - 2 (10 ლარი)
კალმახი - 4 (16 ლარი)
მჟავე კახური ზეთით - 2 (8 ლარი)
ყველი იმერული - 2 (11 ლარი)
მწვანილი  - 2 (6 ლარი)
კიტრი, პომიდორი დიღმის  - (10 ლარი)
ნატურალური კომშის კომპოტი  - 2-4ლიტრიანი (10 ლარი)
მინერალური ნებისმიერი - 4 (6 ლარი)
პური - 7 (7 ლარი)

მომსახურების საფასური 0%


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.