|
|
პრაიმ დენტალ ცენტრში ისევ სიახლეა!!!
ამიერიდან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ მკურნალობა ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ
რა უპირატესობა აქვს მიკროსკოპს:
* მაქსიმალური გადიდებისა და გარჩევადობის გამო შესაძლებელია კბილის დამზოგველი დამუშავება, მხოლოდ კარიესული ქსოვილის მოცილება მიკროსკოპული სიზუსტით;
* რთული ანატომიის და გაუვალი არხების მქონე კბილების მკურნალობა;
* ჩატეხილი ინსტრუმენტისა ან წკირების ამოღება;
* კბილის ბზარების აღმოჩენა;
* პერფორაციების დახურვა;
* დამატებითი არხების აღმოჩენა;
* ფესვის მწვერვალზე არსებული პროცესების კონტროლირებადი სიზუსტით მკურნალობა.
* ის რაც აქამდე სირთულე იყო შეუიარაღებელი თვალისათვის და შეუძლებელს ხდიდა კბილის შენარჩუნებას-დღეს მიღწევადია მიკროსკოპული სტომატოლოგიის საშუალებით.
|
|
სრულიად ახალი მიდგომა პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკასა და კონსერვატიულ მკურნალობაში!
მალე, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელი იქნება ჩაიტაროთ პროცედურა შვეიცარიული კომპანია EMS-ის აპარატული მეთოდით, რომელიც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალური მკურნალობის პროტოკოლი შევურჩიოთ თითოეულ პაციენტს!
უნიკალური მიდგომა სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულოა!
|
|
სტომატოლოგიური კლინიკა “პრაიმ დენტალ ცენტრი” ფუნქციონირებს 2015 წლის მარტიდან. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სასიამოვნო , თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ გარემოს. მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურებას მკურნალობის უახლესი მეთოდით .
პრაიმ დენტალ ცენტრში გვაქვს 6 კაბინეტი სადაც ტარდება ყველანაირი სტომატოლოგიური მანიპულაცია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია, იმპლანტაცია, პაროდონტოლოგია (ვექტორული და ლაზერული).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიგიენური ნორმების დაცვას. სტერილიზაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ინსტრუმენტები ქიმიურად ,თერმულად და მაღალი წნევის ქვეშ (ავტოკლავით ) მუშავდება.
ჩვენი მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნლობა კომფორტულ და სანდო გარემოში. |
|
|
|
|
|