ინტერიერი დეკორირებულია XIX-XX სს-ის დასაწყისის გემოვნების გათვალისწინებით. რამდენადაც რესტორანი მდებარეობს კინოს სახლში, ინტერიერში გამოყენებულია დეტალები და კადრები ქართული კინოს ისტორიიდან, გამოფენილია მსოფლიო კინოვარსკვლავთა პორტრეტები. ინტერიერი ქმნის რომანტიკულ განწყობას, რასაც ხელს უწყობს მსუბუქი ჯაზური და სალონური მელოდიები, პროფესიონალ მუსიკოსთა ცოცხალი შესრულებით.
რესტორნის პერსონალი მოწოდებულია იზრუნოს თქვენს მიერ ჩვენთან გატარებილი საღამოს დაუვიწყარ ხარისხში გადაზრდისათვის. მივიღებთ და ვიზრუნებთ ყოველგვარი შენიშვნის გამოსწორებაზე.
სამზარეულო წარმოგიდგენთ ქართულ - ევროპულ რამოდენიმე სახის საფირმო კერძს. ბარში შეგიძლიათ დაუკვეთოთ ფართო ასორტიმენტის მაგარი და მცირე ალკოჰოლიანი სასმელები: ლუდი, კოქტეილები და გამაგრილებელი სასმელები. |