პანტომიმის თეატრი
PANTOMIME THEATRE

  

თეატრი

თბილისი, რუსთაველის გამზ. №37

+995 32 996314

+995 95 500203

georgianmime@yahoo.com

www.bigsale.ge/pantomime-theatre
Back to Category
 
დამატებულია: 03.04.11
რეპერტუარი:

ამირან შალიკაშვილი
1. „კრიმანჭული“

( პანტომიმური ნოველები)
რეჟისორი და მუსიკალური კომპელაცია ამირან შალიკაშვილი
მხატვარი: მამია მალაზონია

ვაჟა ფშაველა
2. „ სტუმარ – მასპინძელი“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ამირან შალიკაშვილი
მხატვარი მამია მალაზონია

გურამ დოჩანაშვილი
3. „ფიროსმანი – მეფე“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ამირან შალიკაშვილი
მხატვარი მამია მალაზონია.

ხალხური
4. „კიდევაც დაიზრდებიან„
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ამირან შალიკაშვილი

რევაზ მიშველაძე
5. „ჯვარცმული პოეტი„
(ტერენტი გრანელი)
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ამირან შალიკაშვილი.
მხატვარი: გიორგი ხატიაშვილი.

კომპოზიტორი გლუკი
6. „დონჟუანი“
ლიბრეტო და რეჟისურა ამირან შალიკაშვილი :

დავით შალიკაშვილი
7. „სამყარო“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია დავით შალიკაშვილი

უილიამ შექსპირი
8. „ტიტუსი“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია დავით შალიკაშვილი.

ამირან შალიკაშვილი
9. „ოცნება და სინამდვილე“
( პანტომიმური ნოველები)
რეჟისორი და მუსიკალური კრმპელაცია ამირან შალიკაშვილი

კირა მებუკე
10. „მომავლის იმედი“
რეჟისორი კირა მებუკე. მუსიკალური კრმპელაცია ამირან შალიკაშვილი

ლუკა ჩხაიძე
11. „ოცნების ჩიტი“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ლუკა ჩხაიძე

ლუკა ჩხაიძე
12. „სარკე“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ლუკა ჩხაიძე

ლუკა ჩხაიძე
13. „ბლეფი“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია ლუკა ჩხაიძე

რევაზ მიშველაძე
14. "წმინდა გიორგი"
რეჟისურა ამირან შალიკაშვილი. მუსიკალური კონსულტანტი გიორგი ჩლაიძე.

რევაზ მიშველაძე
15. "ქრისტე"
რეჟისურა ამირან შალიკაშვილი. მუსიკალური კონსულტანტი გიორგი ჩლაიძე.

დავით შალიკაშვილი
16. „STOP AIDS“
რეჟისურა დავით შალიკაშვილი. მუსიკალური კონსულტანტი გიორგი ჩლაიძე.

დავით შალიკაშვილი
17. „შექსპირის სონეტები“
რეჟისურა და მუსიკალური კომპელაცია დავით შალიკაშვილი.

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მოკლე ანოტაცია

მდიდარია ქართული თეატრალური ხელოვნების ტრადიციები. ქართული თეატრის განვითარებაში მრავალწლიანი ისტორია აქვს ისეთ ორიგინალურ ჟანრს, როგორიცაა პანტომიმის ხელოვნება. 1963 წელს საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ შეიქმნა პანტომიმის ჯგუფი, ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტუდენტი ამირან შალიკაშვილი ---- პანტომიმის პირველი სახელმწიფო თეატრის მომავალი რეჟისორი, ხელმძღვანელი და დამაარსებელი.
ამირან შალიკაშვილი დაიბადა თეატრალურ ოჯახში. მამა --- ვალერიან შალიკაშვილი ბათუმის თეატრის მსახიობი გახლდათ, პაპა ---- ვალერიან შალიკაშვილი XX საუკუნის დასაწყისში წამყვან მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო ამირან შალიკაშვილი, როცა გარს შემოიკრიბა ახალგაზრდა ენთოზიასტები და გულდასმით მუშაობდა მათთან. 1965 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: პირველი იყო სპექტაკლი "ესეც ასე" -პრემიერა, რომელიც შედგა 13 მაისს და მეორე ამირან შალიკაშვილის პირველი შეხვედრა მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ მიმის ოსტატთან მარსელ მარსოსთან.
მრავალწლიანი შეუპოვარი შრომის შედეგად შეიქმნა პანტომიმის თეატრის მნიშვნელოვანი სპექტაკლი "ოცნება და სინამდვილე" რომელიც აღსავსე იყო ლირიზმით და პოეტურობით, "პოემა ვაზზე," "ქალის გატაცება ძველ საქართველოში," "ტურფა," "ქუჩის სურათები," "უმუშევრის ბედი," "ქალის ცხოვრება," "მტრედები" და სხვა.
1972 წელს კი შედგა სპექტაკლ "ელექტრას" პრემიერა, ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედიის მიხედვით, რომელიც თეატრის კლასიკურ ნაწარმოებთა რიცხვში ჩაიწერა.
1973 წელს ხუთი თვის განმავლობაში თეატრი იმყოფებოდა გასტროლებზე ყოფილ საბჭითა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, სომხეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში მათ როცხვშია შემდეგი ქალაქები ---- მოსკოვი, პეტერბურგი, მინსკი, რიგა, ტალინი, ვილნიუსი, კუიბიშევი, ჩელიაბინსკი, სარატოვი და სხვა.
საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თეატრის კოლექტივმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მსოფლიო პანტომიმის დიდოსტატისაგან მარსელ მარსოსაგან, ეს იყო 1973 წელს მოსკოვში საგასტროლო მოგზაურობის დროს აი რას ამბობს მარსელ მარსო --- `ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა დასმა უკვე გამოიმუშავა საკუთარი ხელწერა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში თეატრი დაიკავებს ერთ---ერთ წამყვან ადგილს ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის.~
1976 წლის 1 იანვარს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული პანტომიმის თეატრი რეორგანიზებულ იქნა (გადაკეთდა) საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრად. ეს იყო პირველი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი მთელ საბჭოთა კავშირის სივრცეში.
ევროპაში აღიარება თეატრმა პირველად მოიპოვა 1979 წელს საბერძნეთში, სადაც პირეისა და ათენის საზღვარზე მდებარე დრამის თეატრის შენობაში წარმოადგინეს ევრიპიდეს "ელექტრა" ეს წარმატება განსაკუთრებით ძვირფასია რამეთუ იგი ევრიპიდეს სამშობლოში იქნა მიღწეული მრავალრიცხოვანი გამოხმაურებათაგან, ვფიქრობთ, ყველაზე ლაკონიური და დამაჯერებელია ბერძენი მწერლის იან სკაფუს გამონათქვამი ქართული ელექტრა ერთად ერთი ის სასწაულთაგანია, რაც კი ოდესმე მინახავს.
1978 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ამირან შალიკაშვილის წინადადებით გაიხსნა პანტომიმის მსახიობთა ფაკულტეტი. ფაკულტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა ამირან შალიკაშვილი.
1981 წელს თბილისში შედგა სპექტაკლის "კიდევაც დაიზრდებიან," პრემიერა, რომელიც დაიდგა ძველი ქართული ლეგენდის მიხედვით. პრემიერის შემდეგ თეატრი გაემგზავრა გასტროლებზე მოლდავეთში, ყირიმსა და უკრაინაში, რომელიც ჩატარდა მაღალ შემოქმედებით დონეზე და ფართო გამოხმაურება ჰპოვა პრესაში.
თეატრმა საზღვარგარეთ ტურნეს დროს გერმანიაში ქალაქ საარბრუკენში 1982 წელს, წარმოადგინა სპექტაკლი `კიდევაც დაიზრდებიან~ გერმანული პრესა ვრცელ და საფუძვლიან ანალიზით გამოეხმაურა სტუმართა შემოქმედებას.
`ფოერბახში გერმანელი მაყურებლის წინაშე 19 ქართული მიმი გამოვიდა. განუმეორებელი სანახაობა იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაჩვენები იქნა ქართული "იავნანას" საფუძველზე აგებული სპექტაკლი, რომელშიც მოთხრობილია ქართველი კაცის ცხოვრების შესახებ დაბადებიდან სიკვდილამდე. განსაკუთრებული აზრით დატვირთული ჟესტი და მიმიკა საოცრად სადა დეკორაციებისა და კოსტუმების ფონზე, ერთი—ორად იძენს თავის მნიშვნელობას. აქტიორული სხეულის პლასტიკა ისეთ სრულყოფილებამდეა აყვანილი, რომ იქმნება შთაბეჭდილება ხან ვაჟკაცური, ხან საოცრად ფაქიზი სახეების გაცოცხლებისა, რაც კულმინაციურ წერტილს აღწევს და მაყურებელს მუდმივ ემოციურ დაძაბულობაში ამყოფებს.. "(გაზეთი) "საარბრუკერ ცაიტუნგ," 19.05.1982წ.)
თეატრის გამოსვლებმა საარბრიუკენში ფართო რეზონანსი ჰპოვა. ქართული მიმების სახით. ევროპამ აღმოაჩინა სრულიად ახალი სამყარო, თეატრს მაღალ შეფასებას აძლევს გამოჩენილი გერმანელი რეჟიშორი ჰერმენ ვედეკინი ---- დიდი მადლობა თქვენი შესანიშნავი ხელოვნებისათვის, თქვენი მშვენიერი სპექტქკლისათვის "კიდევეც დაიზრდებიან." მოხიბლული ვარ ამირან შალიკაშვილის იუმორით. ეს ერთ-ერთი საინტერესოსპექტაკლია, რაც კი მე ოდესმი მინახავს... დიდი მადლობა მთელ ქართულ თეატრს იმ გულწრფელი, ბედნიერი წუთებისათვის რაც განვიცადეთ თქვენთანშეხვედრისას.”...…
2009 წელს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრისათვის საიუბილეო წელია ერთი საინტერესო სპექტაკლია, რაც კი მე ოდესმე მინახავს... დიდი მადლობა მთელ ქართულ თეატრს იმ გულწრფელი,ბედნიერი წუთებისთვის რაც განვიცადეთ თქვენთან შეხვედრისას... --- ამ ნიჭიერ, თვითმყოფად, ორგანული ხელწერის მქონე კოლექტივს არსებობის 45 წელი შეუსრულდა. თეატრის დღევანდელი წარმატებების თვალსაწიერიდან თუ გადმოვიხედავთ მის მიერ განვლილ გზას, ნათლად იკვეთება, რომ ეს არის საკუთარი თემისა და გამომსახველობითი საშუალებათა ძიების გზა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ თეატრმა უარყო ამ ჟანრის კლასიკური მემკვიდრეობა. პირიქით, გაიზიარა და შეისისხლხორცა---მსოფლიო პანტომიმის ხელოვნების ფასეულობა. ასეთმა შეფასებამ და მხარდაჭერამ გარკვეულწილად განსაზღვრა თეატრის სამომავლო რეპერტუარი, სადაც გაჩნდა ისეთი სპექტეკლები როგორიცაა "ფიროსმანი – მეფე," უფრო მოგვიანებით კი "კრიმანჭული"
ამ ნამუშევრებმა ერთხმად აალაპარაკა მთელი თეატრალული სამყარო. სტუდენტურმა სპექტაკლმა ძირითად სარეპერტუარო დადგმებთან ერთად დიდი გამარჯვება მოუტანა თეატრს 1986 წელს, პლასტიკური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ბერლინში; 1987 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში, და 1989 წელს, ოცდღიანი ჰოლანდიური გასტროლები.
თეატრი განაგრძობს თავის შემოქმედებას თანდათან იდგმება საინტერესო სპექტაკლები. ესენია "სტუმარ---მასპინძელი," "დონჟუანი," პიესის ავტორი რევაზ მიშველაძის "ჯვარცმული პოეტი" (ტერენტი გრანელი), "წმინდა გიორგი." საინტერესო მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა რეჟისორმა დავით შალიკაშვილმა რომელმაც ზედიზედ რამდენიმე სპექტაკლი განახორციელა "სამყარი," "ტიტუსი," "შექსპირის სონეტები."
ასევე თეატრის წამყვანმა მსახიობმა ლუკა ჩხაიძემ შემოგვთავაზა ახალგაზრდული ექსპერიმენტალური სპექტაკლი ბლეფი, სარკე, ჩიტი.
ახალგაზრდა თაობამ წარმატებით მოკიდა ხელი მსახიობების აღზრდას. ამირან შალიკაშვილის და კირა მებუკის გვერდით თეატრის შემოქმედებით საქმიანობას სათავეში ჩაუდგა ამირან შალიკაშვილი (უმცროსი) რომელმაც თავისი ფენომენალურ არტისტულ ხელოვნებას პედაგოგიური ნიჭიერება შემატა. ბოლო წლებში უნდა აღინიშნოს მსახიობური ნიჭის დიდ წარმატებად ამირან შალიკაშვილის (უმცროსის) მიერ განხორციელებული ურთულესი სახეები "ჯვარცმული პოეტი" გრანელი და "წმინდა გიორგი" გიორგის სახეთა განსახიერება. ასევე მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული "შექსპირის სონეტებში" სონეტების სიმბოლიური სახიერება.
თეატრი თანდათან შეივსო ახალგაზრდა მსახიობებით ნინო ლორთქიფანიძე, სალომე ფილიშვილი, სოფო ლოლაძე, მარი კვაღინიძე, სალომე ბერაძე, სალომე ოკუჯავა, ნინო დათუნაშვილი, ანა საბო, სოფო ლობჟანიძე,ანა ჩაგელიშვილი, ლუკა ჩხაიძე, ირაკლი ბიბილური, მამუკა კობახიძე, გიორგი გურგენიძე, გიორგი ქობალია, ზურაბ მურჯიკნელი, ჯემალ ბურჭულაძე, ვასო კიპაროიძე, ბონდო მამულაძე, კახა კობრავა, გიგი ლორია და სხვა
ეს ის თაობაა რომლებიც ომის დროს მოვიდნენ პატარა გოგო ბიჭები და დღეს ქართული პანტომიმის თეატრის დიდ ძალას წარმოადგენენ.
თეატრმა გააფართოვა საგასტროლო რუკა, ესპსნეთი, გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები. ამასთან ერთად თეატრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდოები, ქართული ნაციონალური თეატრალული პრემიები, ასევე საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია საუკეთესო სპექტაკლისათვის ჯვარცმული პოეტი. სომხეთის, აზერბაიჯანი ბელორუსიის, საბერძნეთის, ესპანეთის, თეატრალური საერთაშორისო ფესტივალების გრან-პრის მფლობელი გახლავთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრი.
თეატრის მთავარი მიზანია ქართული ნაციონალური პლასტიკის აღორძინება მისი დამკვიდრება და გატანა მსოფლიო არენაზე, ადრე ჩვენზე სწერდნენ რომ ეს არის პლასტიკის რაინდების თეატრი. ამ ტიტულს თეატრის კოლექტივი ღირსეულად იცავს. უსურვოდ საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის კოლექტივს წარმატება და გამარჯვება.
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.