"ორქიდეა და ბამბუკი" არის ლანდშაფტური არქიტექტურის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბაღების, პარკების დაპროექტებას და პროექტის განხორციელებას. ასევე, აივნების, ტერასების და სახურავების გამწვანებასა და დიზაინს.
მოსამზადებელი სამუშაოები (ტერიტორიის გასუფთავება, ფესვების ამოძირკვა, ქვა-ღორღის და ნაგვის გატანა, პლანირება; მიწის სამუშაოები: რელიეფის შეცვლა, ზედაპირის მოსწორება, აგროტექნიკური სამუშაოები).
ტერიტორიის მოსამზადებელი საინჟინრო სამუშაოები (ვერტიკალური გეგმარება, სადრენაჟე, განათების და სარწყავი სისტემების მონტაჟი).
სამშენებლო სამუშაოები (გზების და მოედნების მოწყობა, შემოღობვა; ფიცარნაგი, ხრეშის, ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ბილიკები; საყრდენი კედლები და კიბეები; მცირე არქიტექტურული ფორმები: ბაღის ქანდაკება, საჩრდილობლები, ხიდები, არკადები, ფიცარნაგები, ბაღის ბუხრები და მოსასვენებელი ადგილები; წყლის არქიტექტურა: დეკორატიული გუბურა, ნაკადული, ჩანჩქერი, შადრევანი).
გამწვანების სამუშაოები (მოლის მოწყობა: რულონი, ბელტი, კოინდრის დათესვა; ყვავილნარები: ალპინარიუმები, მიქსბორდერები, ერთწლიანი ყვავილების კომპოზიციები; მცენარეების დარგვა: მარადმწვანე და ფოთლოვანი დეკორატიული ხეები, მოყვავილე ბუჩქები, მრავალწლიანი მცენარეები; ვერტიკალური გამწვანება).
აივნებისა და ტერასების გამწვანება (ქოთნის მცენარეების კომპოზიციები, დეკორატიული ტიხრები, საჩრდილობლები).
სერვის-პაკეტები:
- კონსულტაცია
- ერთდღიანიშეტევა, ანუბაღისმოწესრიგებაერთდღეში
- ლანდშაფტური პროექტირება
- პროექტისშესრულება
- მოვლა
ასევე, "ორქიდეა და ბამბუკი" არის David Austin Roses ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. David Austin Roses წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სასურველ ვარდის ბრენდს მსოფლიოში. დევიდ ოსტინს აქვს 200-ზე მეტი სახეობის ვარდი და თითოეული მათგანი გამოირჩევა ულამაზესი ბუტონით, საოცარი სურნელით და დაავადებებისადმი მდგრადობით. დევიდ ოსტინმა თავისი სანერგე 70-იან წლებში შექმნა და მიზნად დაისახა ტრადიციული ინგლისური ვარდების ჰიბრიდიზაციით გამოეყვანა ახალი თაობის ვარდები, რომლებიც შეინარჩუნებდნენ ინგლისური ვარდებისთვის დამახასიათებელ არაჩვეულებრივ სურნელს და იქნებოდნენ მრავალჯერ მოყვავილე და ამტანნი დაავადებების მიმართ. დევიდ ოსტინის ვარდები ყოველწლიურად იღებენ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოებს.
|