bigsale.ge

  

სასტუმრო

დაბა თიანეთი, თეთრახევის ქ. №5

+995 32 142792; 328541

+995 95 449163; 91 992987

tsiramua@gtu.ge; s.tsiramua@sts.ge

www.bigsale.ge/mtiebi
Back to Category
დამატებულია: 27.07.11
თიანეთის სასტუმრო სახლი ”მთიები”
კავკასიონისა და მდინარე ივრის ხეობის თვალწარმტაცი ბუნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სტუმართმოყვარეობის ტრადიციები, ისტორიული ძეგლები და საინტერესო ტურისტული მარშრუტები მეტად მიმზიდველს ხდის თიანეთს დამსვენებელთათვის.
სასტუმრო სახლი ”მთიები” მდებარეობს დაბა თიანეთის ცენტრში მყუდრო ადგილას. ”მთიები” სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ, წყნარ, ოჯახურ გარემოს. სასტუმრო მოიცავს 5 კეთილმოწყობილ საძინებელ ოთახს 15 ადგილით (ერთ ორადგილიან, სამ სამადგილიან და ერთ ოთხადგილიან ნომრებს), მისაღებ ოთახს ბუხრით, საშხაპეებს ორივე სართულზე. სტუმრების განკარგულებაშია დიდი ხეხილიანი ეზო ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ექსპონატებით და ავტოსადგომით.
კვება – ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით (საუზმე, სადილი და ვახშამი).
„მთიების“ სიახლოვეს მდებარეობს თანამედროვე სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, ინტერნეტ–კაფე, პოეტ მირზა გელოვანის სახლმუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, პარკი საბავშვო ატრაქციონებით, „ხაწირის“ წიწვოვანი ტყე, მდინარე იორი. თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჟალეთის ბაზილიკა, წმ.არჩილ მეფის მონასტერი, ყვარას ეკლესია, ბოჭორმის ციხე–სიმაგრე, ჟებოტის სამონასტრო კომპლექსი, ცხრაკარა, კვეტერა და სხვ.

სასტუმრო „მთიების“ სერვისი:
- ქართული ცეკვის გაკვეთილები (ქორეოგრაფი – ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და „რუსთავის“ ყოფილი მოცეკვავე)
- ადგილობრივი ტრადიციული საკვები პროდუქტების მომზადების დემონსტრირება და დაგემოვნება (თბილისის პრესტიჟულ რესტორნებში გამოცდილების მქონე მზარეული)
- ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა
- ლაშქრობები და პიკნიკი
- ცხენებით გასეირნება
- ფოტონადირობა
- თევზაობა
სტუმრებს მოემსახურებათ კვალიფიციური გამყოლი.
 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.