მომავლის სკოლა
MOMAVLIS SKOLA

  

ქართულ-ამერიკული სასწავლებელი

თბილისი, ნ.რამიშვილის ქ. №37ა (მზიურის ტერიტორია)

+995 32 233199

momavlisskola@yahoo.com

www.bigsale.ge/momavlisskola
Back to Category
 
დამატებულია: 06.04.11

ქართულ-ამერიკული სასწავლებელი “მომავლის სკოლა”
სლოგანი - იფიქრე მომავალზე
ფუნქციონირებს 1992 წლიდან, იყენებს ერთ-ერთი კერძო ამერიკული სკოლის პროგრამას, რაც გულისხმობს ყველა საგნის (კერძოდ- Science, Social Studies, English, Word Building, Math ) ინგლისურ ენაზე სწავლას ინდივიდუალური მეთოდით. ინდივიდუალური სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეს სრულად გამოაჩინოს თავისი პოტენციალი.
სკოლა ამზადებს მოსწავლეებს TOEFL-ის და SAT-ის ტესტების ჩასაბარებლად.
სწავლების მესამე საფეხურზე სავალდებულოა დამატებითი უცხო ენების ფრანგულის ან ესპანურის შესწავლა.
გარდა ამერიკული პროგრამისა, მოსწავლეები გადიან ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სრულ კურსს, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით.
მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებს ყოველი თვის ბოლოს უტარდებათ ტესტი ყველა საგანში.
სემესტრში ერთხელ ტარდება სასკოლო წერა ყველა საგანში.
მესამე საფეხურის მოსწავლეებისთვის გახსნილია მცირერიცხოვანი სააბიტურიენტო კლასები.

ჩვენი სკოლა დამატებით გთავაზობთ:
კომპიუტერის სწავლებას,
ფსიქოლოგის გასაუბრებას,
გახანგრძლივებული დღის ჯგუფებს ორჯერადი კვებით,
ტრანსპორტს სხვადასხვა მიმართულებით,
საინტერესო პროექტებსა და პრეზენტაციებს ქართულ და ინგლისურ ენაზე,
ყოველკვირეულ შეხვედრებს მოძღვართან,
კვალიფიციურ პედაგოგებს,
მწვანე, უსაფრთხო და კომპორტულ გარემოს.

ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.