bigsale.ge

  

განათლება

თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №1

+995 32 347366; 308244

info@mmci.edu.ge     mmci@mmci.edu.ge

www.mmci.edu.ge

Back to Category
დამატებულია: 15.10.10

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი - MMCU, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ავტორიზაციის დებულების შესაბამისად, ემზადება განაცხადის წარსადგენად, რათა  ავტორიზაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულება მოესწროს 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მისაღები კონტინგენტის რეგისტრაციამდე, სრულად ითვალისწინებს მიმდინარე განათლების რეფორმების მოთხოვნებს და თავის საქმიანობას წარმართავს შრომის ბაზრის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რათა MMCU-ს ბაკალავრებსა და დიპლომირებულ სპეციალისტებს შანსი მიეცეთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ მიღებული სპეციალობების შესაბამისად. 
მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტის – MMCU-ს საგანმანათლებლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ფუნდამენტურ განათლებასთან ერთად, სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან მათი ძირითდი სპეციალობით განსაზღვრულ საქმიანობასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკით. MMCU-ს  კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, დამსაქმებელს, უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად, წარუდგინონ პრაქტიკის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრები.
მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი – MMCU  2010-2011 საწავლო წლისთვის აცხადებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

ბაკალავრიატი და მაგისტრტურა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სპეციალიზაცია: ჟურნალისტიკა
MMCU-ს სტუდენტების, მომავალი ჟურნალისტების განკარგულებაშია თანამედროვე ციფრული ვიდეოგადამღები და ვიდეოსამონტაჟო ტექნიკით  აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია,.
MMCU  ის იშვიათი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ფლობს სატელევიზიო ეთერს და რომლის სტუდენტების მიერ მომზადებული სატელევიზიო გადაცემები და სიუჟეტები რეგულარული პერიოდულობით გადაიცემა ქ.თბილისში (ტელეკომპანია “დედაქალაქი”), ქ.ქუთაისში და დასავლეთ საქართველოს მრავალ რეგიონში. (ტელეკომპანია “რიონი”).  აღსანიშნავია, რომ MMCU -ს სტუდენტები უზრუნველყოფენ ტელეკომპანია “რიონს”  ოპერატიული საჯარო ინფორმაციით და ასრულებენ ტელერეპორტიორის ფუნქციას ქ.თბილისში
MMCU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ამზადებენ და გამოსცემენ საუნივერსიტეტო გაზეთს “სტუდენტური კარუსელი” და ჟურნალს “დრომიკოსი”. აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს მრავალ გაზეთთან და ჟურნალთან, რადიო და ტელე კომპანიასთან, სადაც კურსდამთავრებულების ნაწილი საქმდება კიდეც.

ბაკალავრიატი
ბიზნესის მართვის ფაკულტეტი
სპეციალიზაცია:  საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე
სპეციალიზაცია:  ტურიზმი
ბიზნესის მართვისა ფაკულტეტის სტუდენტების სრულ განკარგულებაშია: პარტნიორი  ტურისტული  სააგენტო და სასტუმრო “ჟურნალისტი” (დაბა წყნეთი), გაშლილი ტურისტული  ინფრასტრუქტურით.

ხელოვნების ფაკულტეტი
სპეციალიზაცია:   საშემსრულებლო ხელოვნება
საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალიზაციის სტუდენტების განკარგულებაშია:  სათანადოდ არჭურვილ სარეპეტიციო დარბაზები: სამსახიობო ხელოვნების, ვოკალისა და პლასტიკის პროფესიულ დონეზე შესასწავლად,  სამი ფორტეპიანო,  საბალეტო დაზგა, საკუთარი მცირე და პარტნიორი თეატრის პროფესიული   სცენები.

დიპლომირებული სპეციალისტი
ხელოვნების ფაკულტეტი
სპეციალიზაცია:   საოპერატორო ხელოვნება
საოპერატორო ხელოვნების, მომავალი დიპლომირებული სპეციალისტების (ისევე, როგორც ჟურნალისტიკის სპეციალიზაციის სტუდენტების) განკარგულებაშია: უნივერსიტეტის სატელევიზიო სტუდია, აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ვიდეოგადამღები და ვიდეოსამონტაჟო ტექნიკით და სატელევიზიო ეთერი.

MMCU - დასაქმების ბაზარზე გათვლილი უმაღლესი სასწავლებელი!

 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.