bigsale.ge
საინფორმაცო-სამედიცინო სამსახური
Medical Information Service

  

მედიცინა

თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №55

+995 32 225 22 72

+995 32 225 22 73

infomis04@gmail.com

www.mis.ge
Back to Category
 
დამატებულია: 18.12.12

საინფორმაციო-სამედიცინო სამსახური 1999 წელს შეიქმნა. თავდაპირველი აზრი და მიზანი იყო დაინტერესებული ადამიანი უზრუნველეყო ინფორმაციით თუ რომელ აფთიაქში და რა ფასად შეეძინა საინტერესო მედიკამენტი, ბავშვთა კვება, ჰიგიენური და სხვა საშუალებები. შეირჩა ადვილად დასამახსოვრებელი ტელეფონის ნომერი 225 22 33, შეიქმნა სააფთიაქო ქსელი, რომელშიც დღესაც ერთიანდებიან როგორც კორპორატიული, ისე ცალკეული აფთიაქები საქართველოს მასშტაბით.
ინფორმაცია მედიკამენტებზე ყოველდღიურად ახლდება და უფრო სრულყოფილი ხდება. დასახელება, დოზა, ფორმა, შეფუთვა, შემადგენლობა, საერთაშორისო დასახელება, ფარმაკოლოგიური ჯგუფი/ქვეჯგუფი, ათქ კლასიფიკაცია, საერთაშორისო დასახელების ანოტაცია, მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. ვებ-გვერდმა  www.mis.ge ფარმაკოლოგიური ცნობარის ფუნქცია შეიძინა. აქედან გამომდინარე მედიკამენტის დაჯგუფება დასახელების გარდა შეიძლება ფორმით, მწარმოებელი ქვეყნით, მწარმოებელი ფირმით, საერთაშორისო დასახელებით, ათქ საერთაშორისო კლასიფიკაციით სხვადასხვა დონეზე, ფარმაკოლოგიური ჯგუფით, ანოტაციის კატეგორიებით. მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობებთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად პრეპარატებზე სავაჭრო დასახელების ანოტაციისა და ფოტოსურათის ნახვაც შეიძლება.
ინტერნეტ გვერდის არსებობის პირობებში ინფორმაციის მიღება შეუდარებლად მეტ მომხმარებელს შეუძლია.
საინფორმაციო-სამედიცინო სამსახური უნიკალურია მასში თავმოყრილი ინფორმაციის თვალსაზრისით. აქ ერთიანდება ინფორმაცია:
1.     აფთიაქებიდან, რომლებიც საინფორმაციო-სამედიცინო სამსახურს თავიანთი გასაყიდი პოზიციების ჩამონათვალს ფასისა და ვარგისინობის ვადის მითითებით აწვდიან,
2.     მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლობებიდან, რომლებთანაც მუდმივი კონტაქტის შედეგად ხდება მედიკამენტბზე ინფორმაციის სრულყოფა,
3.     მომხმარებლისაგან, რომელთა მოთხოვნების შესაბამისად დგება სტატისტიკური ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების შესახებ.

       

განათავსეთ თქვენი აფთიაქის ინფორმაცია საინფორმაციო–სამედიცინო სამსახურის ქსელში საახალწლო დაბალი ტარიფით. დაეხმარეთ რიგით მომხმარებელს დაზოგოს დრო და ენერგია და ამასთანავე გაზარდეთ თქვენი შემოსავალი ჩვენი სამსახურის მეშვეობით.
დაგვიკავშირდით: 2 252272

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.