გთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას საზღვარგარეთ ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურების ორგანიზებაში მხარდაჭერას.
‘’მედტურჯორჯიას’’ სერვისის აღწერილობა:
ეტაპი პირველი – კლიენტს შემოაქვს განაცხადი (განაცხადის ფორმა მიეცემა ოფისში) თანდართული დოკუმენტაციით და გადასახადი 200 ლარი (ბანკში გადახდის ქვითარი). ‘’თიბისი ბანკი’’ - შპს. სამედიცინო ტურიზმის კომპანია ‘’მედტურჯორჯია’’. ანგარიშწორების ანგარიში ლარებში: 93836080100002 საბანკო კოდი (მფო) - 220101850
აღნიშნული პროცედურის შემდეგ, მედტურჯორჯია ამზადებს პაციენტის დოსიეს ინგლისურ ენაზე წინასწარ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით.
10 სამუშაო დღის განმავლობაში ინდივიდუალური ინტერესებისა და სამედიცინო მოთხოვნილებების გათვალისწინებით შემუშავდება ე.წ. ‘’Medical Offer’’ (სამედიცინო შეთავაზება), რომელიც შეიცავს ინფორმაციას პაციენტისათვის თუ რომელ უცხოურ კლინიკაში არის შესაძლებლობა ჩატარდეს მოთხოვნილი პროცედურა, რა იქნება სავარაუდო ბიუჯეტი და შესაბამისი ვადები.
ეტაპი მეორე – კლიენტის ‘’’სამედიცინო შემოთავაზებაზე’’ თანხმობის შემთხვევაში იგი რიცხავს ‘’მედტურჯორჯიას’’ ანგარიშზე სავარაუდო ბიუჯეტის 10% და წარმოადგენს ქვითარს. შემდგომში პაციენტს რაიმე მიზეზით გამგზავრებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს თანხა უკან არ დაუბრუნდება.
აღნიშნული პროცედურის შემდეგ, მედტურჯორჯია ადგენს ზუსტ დეტალებს და ამზადებს პაციენტისათვის გასამგზავრებლად აუცილებელი დოკუმენტაციის პაკეტს, რომელიც შეიცავს მოსაწვევებს პაციენტისა და მისი თანმხლები პირებისათვის, ე.წ. ჩარიცხვის წერილს უცხოურ კლინიკაში, ინვოისს და სხვა.
პაციენტის მიერ კლინიკასთან ანგარიშწორება ხდება გადარიცხვით.
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 851555998 და ჩაეწერეთ, კონსულტაცია უფასოა.
ჩვენთან თქვენ დაზოგავთ თანხებს და ისარგებლებთ მაქსიმალური კომფორტით.
|