სტომატოლოგიური კლინიკა ,,მედი-დენტ+”დაარსდა 2005 წლის ნოემბერში. კლინიკაში ყოველწლიურად ხორციელდება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა სემინარებსა და საერთაშორისო კომფერენციებში მონაწილეობით. ინერგება ახალი ტექნოლოგიები და უახლესი მკურნალობის მეთოდები. კლინიკა გთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას. : თერაპიულ, ორთოპედიულ და ქირურგიულ, ასევე დენტალურ იმპლანტაციას ქირურგიული ნავიგაციური შაბლონების გამოყენებით. კლინიკაში ბავშვებს დახვდებათ თბილი გარემო.
ხორციელდება კბილების გათეთრება უახლესი მეთოდით, მორყეული კბილების შინირება მინა-ბოჭკოს ლენტის საშუალებით, კბილების მხატვრული რესტავრაცია უახლესი სხივგამყარებადი ჰელიო კომპოზიტებით, ვინირება , როგორც თერაპიული ასევე ორთოპედიული პრესკერამიკული მასალის გამოყენებით. ერთეული დანაკლისი კბილის რესტავრაცია არაორთოპედიული (ალტერნატიული) მეთოდით საბჟენ-სარესტავრაციო მასალების გამოყენებით – ე.წ. ,,ადჰეზიური” (,,მერილენდის”) ხიდისებური პროთეზი. პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა Florida Probe ის საშუალებით.
უმტკივნეულო სტომატოლოგიური მალიპულაციების ჩატარება ბოლო თაობის საანესთეზიო საშუალებების გამოყენებით. საიმედი სტერილიზაცია ხორციელდება სპეციალურ დალუქულ პაკეტებში მეხუთე თაობის ავტოკლავის გამოყენებით. . ტარდება ყველა ტიპის რენტგენოლოგიური კვლევა: 3დ კომპიუტერული რენტგენოგრაფია და რენტგენოვიზიოგრაფია, რაც ხელს უწყობს მკურნალობის სწორ დაგეგმარებას და დიაგნოზის დაზუსტებას.
გაწეული მომსახურეობისათვის თანხის გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების მიერ, რადგან კლინიკა წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკას. (ჯიპიაი ჰოლდინგი, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, ირაო, პსპ, არდი, თიბისი დაზღვევა).
|
|