თუ მყუდრო გარემოში დაჯდომა და ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნება მოგინდათ, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ რესტორან ”Marani”-ს. ”Marani” - ეს არაჩვეულებრივი ნაციონალური რესტორანია, რომლის ინტერიერშიც მრავლად გვხვდება - ქვისა და ხის მასალა; სწორედ ისინი სძენენ დაწესებულების დარბაზის აურას - ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას. თბილი და სტუმართმოყვრული გარემოს ატმოსფეროს დარბაზში მოწყობილი ბუხარი ავსებს.
რესტორნის თავისებურებაა - ქართული სამზარეულოს კერძების ფართო ასორტიმენტი, რომლებიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისაგან მზადდება. აქ კულინარიული შედევრების მომზადებაზე სახელგანთქმულ ქართულ და საზღვარგარეთულ რესტორნებში მუშაობის გამოცდილების მქონე საუკეთესო მზარეულები ზრუნავენ.
”Marani-ს კიდევ ერთ გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს საღამოს პროგრამების საინტერესო მუსიკალური თანხლება. საღამოს 18:30 სთ.-დან მოყოლებული, რესტორნის სტუმრებისა და მუდმივი კლიენტების წინაშე პროფესიონალ მომღერალთა ტრიო გამოდის. აქ ცოცხალი შესრულებით შეგიძლიათ მოუსმინოთ ცნობილ ქართულ და საზღვარგარეთულ კომპოზიციებს. |
|
და, რა თქმა უნდა, ცალკე ყურადღებას იმსახურებს - უნაკლო მომსახურეობა. იმის მიუხედავად, თუ რაა რესტორან ”Marani”-ში თქვენი სტუმრობის მიზეზი, სერვისის მაღალი ხარისხი თქვენს მეხსიერებაში წარუშლელ მოგონებებს დატოვებს. აქ მოსვლა კვლავ მრავალჯერ მოგინდებათ, რათა კიდევ ერთხელ მიირთვათ გემრიელად, შთაგონებით განიმსჭვალოთ დარბაზის საოცარი ატმოსფეროთი ან დაუვიწყარად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ესა თუ ის საზეიმო მოვლენა!
restorani marani
|