ლურჯა ცხენები

  

ვოკალურ-თეატრალური სტუდია

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №76ბ
(ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი)

+995 32 230 15 13; 230 06 89

+995 32 599 93 67 67; 555 33 91 96

lurjacxenebi;    ლურჯა ცხენები;
vokalur-teatraluri studia ,,lurja cxenebi”  

www.lurjacxenebi.ge
Back to Category
 
დამატებულია: 24.01.13
ვოკალურ თეატრალური სტუდია „ლურჯა ცხენები“–სა  და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის სახლის“ ორგანიზებით 29 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  გლდანის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის  აღსაზრდელებმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობის სახლის ინიციატივით გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადაეცათ „ბეკო“–ს გამათბობელი. ჟურნალმა „ჭიამაია“–მ კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ჟურნალები გადასცა.



სიახლე!!!
ვოკალურ–თეატრალური სტუდია „ლურჯა ცხენები“ ტურისტული კომპანია „Travelmınder“–ის პარტნიორი გახდა. სტუდიის ხელმძღვანელმა კომპოზიტორმა ნანა ბალახაშვილმა სპეციალურად კომპანიისთვის ჰიმნი შექმნა. ჰიმნი კომპანიის შოუ-პრეზენტაციაზე თბილისის Event Hall-ში გაჟღერდა. საღამოზე სტუდიის აღსაზრდელებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.
შოუ–პრეზენტაციაზე კომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ირინა თამლიანმა ნანა ბალახაშვილის მეირ საღამოსთვის სპეციალურად დაწერილი კიდევ ერთი სიმღერა „დღეები“ შეასრულა.

„ლურჯა ცხენებისა“ და „Travelmınder“–ის პარტნიორობის ფარგლებში სტუდია ტურისტული კომპანიის გასართობ და კულტურულ ღონისძებებში მონაწილეობას მიიღებს.
ტურისტულმა კომპანიამ Travelmınder თბილისის Event Hall-ში შოუ-პრეზენტაცია გამართა.

შოუ ცნობილმა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ და მისმა გუნდმა წარმოადგინეს.
Travelminder ტურისტულ ბაზარზე 2 წელია არსებობს და მოგზაურობის მოყვარულებს როგორც ქვეყნის შინგით ასევე საზღვარგარეთის ტურებს სთავაზობს.
დღეისათვის კომპანია ტურისტულ სივრცეში ახალი ინციატივით შემოდის და მომხმარებელს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული ხასიათის უნიკალურ ტურ-პაკეტებს და გასართობ პროგრამებს სთავაზობს. ტურებს შორისაა დaივინგ ტური, ასევე ღვინის ტურები არამარტო კახეთის არამედ მთელი საქართველოს მასStabiT ექსტრემალური ტურიზმის სახეობები და სხვა ორიგინალური ტურები. მსურველებს თბილისის ტურში მოგზაურობას თავად ნუგზარ რუხაძე გაუწევს!

ვოკალურ– თეატრალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ აცხადებს მიღებას!
შეისწავლება: ვოკალი, ქორეოგრაფია, გუნდი (გალობა, ხალხური, საგუნდო სიმღერები)
მეტყველება; მსახიობის ოსტატობა;
სტუდიის ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ კონცერტებში, ფესტივალებში, ტელეგადაცემებში–
სტუდია ზრუნავს თქვენი შვილების წარმატებაზე და  პოპულარობაზე!
მრავალწლიანი გამოცდილება, უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები – თქვენ არჩევანს აკეთებთ ათწლეულის საუკეთესო სტუდიაზე!
შესაბამისი ნიჭისა და ინტერესის მქონე ბავშვებისათვის წარმატებით ფუნქციონირებს
თეატრალური სტუდია ,,აზდაკის ბაღი“.

  • კომპლექსური სწავლება – თქვენ ზოგავთ დროს და ფინანსებს!
  • სპეციალურად სტუდიის ბავშვებისთვის  დაიწერება ახალი სიმღერები!
  • ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ცოცხალი შესრულება!
  • სტუდია ზრუნავს თქვენი შვილების კოსტუმირებაზე და ჩაწერებზე!
  • სამუშაო განრიგის ინდივიდუალური შერჩევა!

სტუდიის დამთავრების შემდეგ გაიცემა დიპლომი!


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.