კომპანია Lion Motors გთავაზობთ ავტომობილების ტრანსპორტირებას აშშ-დან გარანტიით. ავტომობილის დაკარგვის (ფორს-მაჟორული სიტუაცია) ან დაზიანების შემთხვევაში კომპანია Lion Motors სრულად აგებს პასუხს თქვენს მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე (წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე); ასეთი სახის ურთიერთობა შესაძლებლობას მოგცემთ რისკის გარეშე ითანამშრომლოთ ჩვენთან.
ჩვენი გარანტია ითვალისწინებს შემდეგს:
1. პროდუქციის ტრანსპორტირების დაზღვევა;
2. ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (საჰაერო-საზღვაო);
3. ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
ჩვენ ვახდენთ, როგორც თქვენს მიერ მოძიებული ავტომობილის ტრანსპორტირებას, ასევე გეხმარებით მის მოძიებასა და ავტოაუქციონზე ყიდვაში.
• ჩვენ დაგეხმარებით ავტომობილის ყიდვაში
• ნებისმიერი მარკის ავტომობილების ფართო არჩევანი
• ტრანსპორტირება უმოკლეს ვადაში
• ავტომობილის შეძენის პროცესში მონაწილეობის მიღება
• დაზღვევა საქართველომდე ტრანსპორტირებისას
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სადაზღვეო კომპანიის მომსახურებით, ჩვენი შუამავლობით.
კომპანია Lion Motors 6 წელზე მეტია აქტიურად ეწევა აშშ-დან ავტომობილებისა და ავტონაწილების შეძენა-ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გაძლევთ უფლებას გვენდოთ და იყოთ ჩვენი მომხმარებელი, რადგან კომპანია ორიენტირებულია კომფორტულ მომსახურებასა და თქვენთან პარტნიორობაზე.
Lion Motors ახორციელებს საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის, ხელსაყრელ ფასად, მინიმალურ ვადებში.
თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ავტომობილები, სპეცტექნიკა და მათი ნაწილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
|