bigsale.ge

 

ლიბო mnt
LIBO mnt

 

კატეგორია:     განათლება

მისამართი:    თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №128

ტელეფონი:   +995 32 478919

მობილური:    +995 93 577072; 77 455047

ელ. ფოსტა:    libo.mnt@mail.ru  fsiqolibo.mnt@mail.ru

ვებგვერდი:    www.bigsale.ge/libo

  
ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა

,,ლიბო mnt დაარსდა 2007 წელს. ორგანიზაციის მისიაა პედაგოგთა და განათლების სფეროს სპეციალისტთა პროფესიული განვითარება. პროექტის ფარგლებში - “ახალი საუკუნე და თანამედროვე სკოლა
ორგანიზაციაში პერიოდულად გამოიცემა საგნობრივ-მეთოდური ჟურნალები შემდეგ საგნებში:
1. მშობლიური ენა და ლიტერატურა;
2. უცხო ენები;
3. მათემატიკა;
4. საბუნებისმეტყველო საგნები;
5. საზოგადოებრივი მეცნიერებები;
6. დაწყებითი კლასები.
გარდა ამისა, მზადდება და გამოიცემა მასწავლებელთა დამხმარე მეთოდური ლიტერატურა.
ტარდება ტრენინგ-პროგრამები შემდეგ მოდულებში:
• სასწავლო ნაწილებისთვის -

სასკოლო გეგმისა და სასწავლო დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგის ფორმები სკოლაში.
საგნობრივი კათედრის გამგეებისთვის:
• პროგრამის სისტემატიზაცია, საგნობრივი ჯგუფებში საგნის / საგნობრივი სწავლების კოორდინაცია ,სილაბუსების შედგენა. მონიტორინგისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.

შემოთავაზება

აკრედიტირებული ტრენინგ-პროგრამა პროფესიულ უნარებში. სწავლებისა და სწავლის თეორიები და მათ გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციისათვის - 2 კრედიტი.
პროგრამის მიზანია:

მასწავლებელი გაეცნოს განვითარებისა და სწავლის თეორიებს; აღნიშნული თეორიების და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილი; შესრულებული პრაქტიკული აქტივობებით შექმნას პირადი პორტფოლიო და მოახდინოს საკუთარი პედაგოგიური პრსაქტიკის ანალიზი; მოემზადოს სასერტიფიკაციო გამოცდისთვის.
პროგრამის პრიორიტეტებია:
• პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და პრაქტიკოსი ტრენერების მიერ შედგენილი ტრენინგ-პროგრამა;
• სწავლების ინტერაქტიული ფორმა-_ სწავლა კეთებით;
• სასწავლო პროგრამისათვის საჭირო რესურსების სრული პაკეტი: მსმენელის სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, პორტფოლიო, ტესტების კრებული, ლექსიკონი;
• პროგრამის ფარგლებში, მსმენელთა მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომების გამოქვეყნება ორგანიზაციის საგნობროვ მეთოდურ ჟურნალებში.
თემატური მასალა: ბიჰევიორიზმი, კოგნიტური განვითარების თეორია,სოციალური დასწავლის თეორია, სოციო-კულტურული თეორია,მორალური განვითარების თეორია,კონსტრუქტივიზმი,
ჰუმანისტური თეორია,მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,აზროვნების განვითარების თეორია, განწყობის თეორია, ცოდნის აგების პროცედურები, მონტესორის და დიუის სკოლები.

დამატებულია: 15.02.10

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე