კეჩხობი ბალნეო-კლიმატური კურორტია. იგი მდებარეობს ბორჯმის რაიონში, დაბა წაღვერში, ზღვის დონიდან 1050მ-ზე. კურორტი კეჩხობი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყის მასივებით (ნაძვი, სოჭი და სხვა). ყოველივე ეს ხელს უწყობს ისეთი მიკრო კლიმატის წარმოქმნას, რაც დადებითად მოქმედებს სასუნთქ ორგანოთა დაავადებებზე. კურორტის ტერიტორიაზე არსებობს სამკურნალო წყლები, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
კეჩხობი - გამორჩეული მინერალური წყლებით, უნიკალური მთის მშრალი ჰავით და უქარო მზიანი დღეებით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისა და რეაბილიტაციისათვის.
მომსახურება:
- 3X კვება
- ინტერნეტი
- სამედიცინო კაბინეტი
- სათამაშო მოედანი
- კალათბურთის მოედანი
- ბიბლიოთეკა,
- მაღაზია, კერძო საცხობი
- საკონფერენციო დარბაზი
- ავტოსადგომი
პანსიონატი კეჩხობი დამსვენებელს სთავაზობს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს და ლაშქრობებეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
სასტუმრო წაღვერში
|