bigsale.ge
ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი
The Jo Ann Medical Center

  

სამედიცინო ცენტრი

თბილისი, ლუბლიანას ქ. №21

+995 32 540664/65/63 ან *5005

+995 32 540662

info@jamc.ge

www.jamc.ge
Back to Category
 
დამატებულია: 25.11.10

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, ჩვენთან ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები და კაბინეტები - ბავშთა და მოზრდილთა გულის ქირურგია და კარდიოლოგია. ინვაზიური კარდიოლოგია, ფსიქო- სოციალური სამსახური-მიმართული პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია, როგორც საკუთრივ ცენტრში არსებული ისე ლაბორატორია გამოძახებით, აფთიაქი, სისხლის ბანკი - დამყარებული უსასყიდლო დონორობის პრინციპზე.
ჩვენ გაგვაჩნია საქართველოში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება- ასევე, მომსახურების უმაღლესი ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული მაჩვენებლები, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. სამედიცინო კადრების მუდმივი გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვისთვის მუდმივი მზაობა, პაციენტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასურველი ინფორმაციით უზრუნველყოფის მოქნილი სისტემა.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით, რომელთაც გავლილი აქვთ სხვადასხვა პროგრამა და თრეინინგები მსოფლიოს (ამერიკა, ევროპა) წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში.
კარდიოლოგია-კარდიოქირურგია
განსაკუთრებული ექსპერტიზით:
ბავშთა გულის და გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამა:
-სრულყოფილი სპექტრი
-დაბალი წონის და ახალშობილთა გულის ქირურგია
-გულის თანდაყოლილი მანკების ენდოვასკულარული მკურნალობა
-სრული უნიფოკალიზაციის პროცედურები
მოზრდილთა გულის ქირურგია:
-სრული სპექტრი
-მწვავე და დაბალი განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა
-აორტის ქირურგია
-კომპლექსური ოპერაციები
ორგანიზმს გარეთ სიცოცხლის შენარჩუნების პროგრამა
 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.