კერძო სკოლა

თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქ. №26

+995 32 266 52 10

+995 32 266 52 10

lianamoradze@yahoo.com

www.skola-iverioni.ge
Back to Category
 
დამატებულია: 06.11.11

          სკოლა  „ივერიონი“  დააარსა მასწავლებელთა იმ გუნდმა, რომელსაც კერძო სკოლაში მოღვაწეობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეებს მაღალი ხარისხის თანამედროვე განათლების მისაღებად და ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად ყველა აუცილებელი პირობა შევუქმნათ.
          „ივერიონი“ ფუნქციონირებს ევროპული სასკოლო სტანდარტებით აშენებულ სამსართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, სწავლებისთვის საჭირო და აუცილებელი ყველა ტექნოლოგიით. ჩვენი ინფრასტრუქტურა თანამედროვე განათლების მიღებისა და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ხელმშემწყობი ფაქტორია. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტითა და პროექტორით. მოსწავლეების განკარგულებაშია სააქტო, საპრეზენტაციო დარბაზები, მდიდარი ბიბლიოთეკა და თანამედროვე სასადილო. მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების სკოლაში მოყვანასა და წაყვანას თბილისის ნებისმიერ ადგილას.
         სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები – რუსული და ინგლისური. ინგლისურ ენას ბავშვები პირველი კალსიდან სწავლობენ, რუსულს კი – მესამედან.
ეფექტურ სასწავლო პროგრამებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მიდგომა საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. საათობრივი ბადით გათვალისწინებულის გარდა, საბუნებისმეტყველო საგნებს დამატებული აქვს 1 ან 2 საათი.
მოსწავლეების წახალისების მიზნით, მუდმივად ტარდება კონკურსები: ყოველი თვის ბოლოს თითოეულ საფეხურზე ყველა მოსწავლის მიღწევა ჯამდება, ყველაზე წარმატებული გამარჯვებულად ცხადდება და საზეიმო ვითარებაში თასი გადაეცემა
სკოლაში ფუნქციონირებს ხალხური ცეკვისა და სიმღერის წრეები. ხალხური სიმღერის წრის ხელმძღვანელია ნანა ბრეგაძე, ხოლო ცეკვის – ციური ბიაშვილი და გიორგი ბედოიძე. ამ წრეების ბაზაზე ფუნციონირებს ანსამბლები, რომელთა მონაწილეობითაც იმართება კონცერტები, სპექტაკლები, შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილები და სხვა ღონისძიებები.

შემოქმედებითი და შემეცნებითი კლუბების ორგანიზატორობით სკოლაში სისტემატურად იმართება ინტეგრირებული ღონისძიებები, რომლებიც კონფერენციებსა და პრეზენტაციებს მოიცავს.

ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო ოლიპიადებშიც და თითქმის ყველა საგანში წარმატებას აღწევენ.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სპორტულ შეჯიბრებას. ტრადიციულად სემესტრში ერთხელ ტარდება შეჯიბრი ჭადრაკში, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდება თასით, რომელზეც მისი სახელი და გვარია ამოტვიფრული.

სკოლაში მოქმედებს პროექტი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

შპს ,,ივერიონის” სკოლასა და  იტალიურ აიპ ასოციაცია ,,ჯორჯიან ფორ ფრენდს” (პრეზიდენტი კლაუდიო ჩერრაი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის მიზანია, განათლების ხელშეწყობა და კულტურული განვითარება: იტალიური ენისა და კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაცია, ერთობლივი სასწავლო პროექტების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამებისა და პროექტების შექმნა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, პედაგოგთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროექტებისა და საზაფხულო ბანაკების ორგანიზება. გამოფენების, კონფერენციების, ფესტივალების ორგანიზება და მონაწილეობა იტალიაში მსგავს ღონისძიებაში, ასოციაციისა და სკოლა ,,ივერიონის” ურთიერთთანამშრომლობის გზით.

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.