სარეკლამო-საგამომცემლო კომპანია "დალენი-სტუდია" დაფუძნდა 2005 წელს საქართველოში. გამოიცემა საზოგადოებრივი ჟურნალი "ივერიელნი".
ყოველი ახალი წიგნის, გაზეთისა თუ ჟურნალის გამოცემას, ცხადია, საზოგადოების მოთხოვნილება განაპირობებს.
დღეს საქართველოში უფრო ეკონომიკური სიდუხჭირეა, ვიდრე პოლიტიკური. უჭირს მწერალს წიგნის გამოცემა, და ნებსით თუ უნბლიედ, ჟურნალ-გაზეთების იმედადაა დარჩენილი, და სადაც თითქმის ჩალის ფასად უნდა გამოაქვეყნოს თავისი ნააზრევი, ამიტომაც აქვს ალბათ გამართლება, ახალი ჟურნალის დაარსებას, რადგან, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს ჩვენი დედაენაა, ჩვენი საქართველოა, ჩვენი ძირ-ძველი და ქრისტეს საყვარელი ქართული სიტყვაა.
ჩვენი ჟურნალი "ივერიელნი", რომელიც მკითხველს უბადლო "ივერიას" მოაგონებს, ეცდება, მხარი შეაშველოს მრავალჭირნახულ და მრავალფეროვან, საყოველთაოდ ცნობილ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ჟურნალებს და სხვა მესიტყვეებს, გაუფრთხილდეს მწერლის, ჟურნალისტის, ადამიანის ღირსებას, ხელი შეუწყოს ერის გამთლიანებას...
უძველეს დროში, დავით აღმაშენებლის დროსაც, თამარის დროსაც, საქართველოს ზეობის ხანაშიც და მაშინაც, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა, ეკლესია-მონასტრები შენდებოდა, წიგნები იწერებოდა.
სახელმწიფოს, ხალხის, ერის სიძლიერე სწორედ ისაა, რომ მომავალ თაობებს ასეთ გამოცემებს დავუტოვებთ, ასეთი წიგნები, ჟურნალები, ქვეყნის ისტორია მომავალს სჭირდება.
პროდუქცია;
-
ჟურნალი "ივერიელნი"
- წიგნი-ალბომი "წერილები პატრიარქს" , DVD დისკით _ "ქადაგებანი და გალობანი".
- ხობის მონასტერი,
- ჰიდროელექტროსადგურები მდინარე ენგურზე,
- ჟამი შენებისა,
- ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე",
- ვანისა და ბაღდადის ისტორია,
- ჯანაშიების საგვარეულო ისტორია.
|