|
|
|
|
|
|
|
დამატებულია: 06.10.12 |
კომპანია ”ინკო” სთავაზობს მომხმარებლებს ლაზერული საბეჭდი მოწყობილობების კარტრიჯების აღდგენას ქარხნული წესით, უნიკალური ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით მნიშვნელოვანი დანაზოგითა და ორიგინალი კარტრიჯების შესაბამისი ხარისხით.
კომპანია ”ინკო”, წარმოადგენს ამერიკული კომპანია Static Control Component Inc. პარტნიორს საქართველოში და უკვე ორი წელია საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. Static Control Component Inc. ცნობილია როგორც უმაღლესი ხარისხის თავსებადი სახარჯი მასალებისა და კარტრიჯის ნაწილების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.
ყოველ აღდგენილ კარტრიჯზე აღდგენიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვიძლევით სრულ გარანტიას რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის მონაცემებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით განვახორციელებთ საჭირო დეტალების გამოცვლას ან დაზიანებულ კარტრიჯს შევცვლით ახლით.
აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა ერთხელ ნაყიდი კარტრიჯი გამოყენებულ იქნას კორპუსის დეტალების სრულ გაცვეთამდე, რაც მინიმუმ შეადგენს 12-16 დატენვა/აღდგენის პროცედურას კარტრიჯის ტიპიდან გამომდინარე.
აღდგენილი კარტრიჯები მოთავსებულია ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო ორიგინალურ შეფუთვაში.
აღდგენის ჯერადობის მიუხედავად თქვენ ვერასოდეს შეამჩნევთ განსხვავებას ორიგინალი და ჩვენს მიერ აღდგენილი კარტრიჯის ბეჭდვის ხარისხში. |
|
|