bigsale.ge
იმერი პარკ ოტელი
Imeri Park Hotel

  

სასტუმრო

ქუთაისი, ნიკეას ქ. №25

+995 331 39999

+995 99 455792

+995 331 39999

imerihotel@hotmail.com

www.imerihotel.com
Back to Category
პარკ ოტელი "იმერი" მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ბათუმი - თბილისის ცენტრალური მაგისტრალიდან 500 მეტრში.

სასტუმროს ტერიტორიაზე განლაგებულია: მრავალწლოვანი, მარადმწვანე ნარგავები, დეკორატიული მცენარეები და ხელოვნური ტბები, რომლებიც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნიან. სასტუმროს დიზაინში ორიგინალურად არის შერწყმული ძველი ქართული არქიტექტურისა და თანამედროვე ევროპული დიზაინის დეტალები. პარკოტელი "იმერი" 11 კომფორტული ნომრით, გთავაზობთ ყველა იმ პირობას, რაც მაღალი კლასის სასტუმროს შეესაბამება: ბარ-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, 24 საათიანი მომსახურება. ყველა ნომერში არის გათბობა, კონდიციონერი, ტელეფონი, ინტერნეტი, სატელიტური ტელევიზია.
ჩვენი სერვისი
პარკ ოტელი "იმერი" სხვადასხვა მომსახურეობებს გთავაზობთ. თუგსურთ განსაკუთრებულ გარემოში მოლაპარაკებების წარმოება, ან 50-60 სტუმრისათვის გაქვთ მიღება და ოფიციალური საღამო გინდათ მოაწყოთ, "იმერში "ნამდვილად შესაფერისი ადგილია. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი ყოველთვის თქვენ განკარგულებაშია. მოთხოვნის მიხედვით ვუზრუნველვყოფთ თარჯიმნის მომსახურებას.
სასტუმროს ადმინისტრატორს შეგიძლიათ დაუკვეთოთ ექსკურსიები ქალაქსა და მის შემოგარენში. მოგემსახურებიან პროფესიონალი გიდები, რომელნიც თქვენი სურვილის მიხედვით შემოგთავაზებენ ტურისტული მარშუტების მრავალსახეობას: კულტურული ტური, ღვინის დეგუსტაცია, ცხენით გასეირნება, ნადირობა, თევზაობა და ა.შ. ტურების განმავლობაში დატკბებით ულამაზესი პეიზაჟებით და უფრო ახლოს გაეცნობით საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
სასტუმროს რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სახელგანთქმული იმერული სუფრისათვის დამახასიათებელი, ასევე რუსული და ევროპული სამზარეულოებისათვის დამახასიათებელი კერძები. ბარში თქვენს განკარგულებაშია სასმელების ფართო არჩევანი.

დამატებითი ინფორმაცია:
2 - ლუქსი, 6 - 2 ადგილიანი 1 საწოლიანი, ერთი 3 ადგილიანი 3 საწოლიანი, 12- 2 ადგილიანი 2 საწოლით.
შიდა კონდიცირება.
ტელეფონი.
სატელიტური ტელევიზია.
უწყვეტი ინტერნეტ კავშირი.
ყოველდღიური მომსახურება/დამლაგებელი.
ტერასა/აივანი.
მინი-ბარი.
მაცივარი.

მომსახურების ფასები:

ოთახის კატეგორია დილის კვებით და ვახშმით
ერთ საწოლიანი ორ ადგილიანი 75GEL / 85GEL
ერთ საწოლიანი ერთ ადგილიანი 65GEL / 75GEL
ორ საწოლიანი ორ ადგილიანი 110GEL / 120GEL
ორ საწოლიანი ორ ადგილიანი აივნით 120GEL / 130GEL
ლუქსი 135GEL / 145GEL
საკონფერენციო დღე სერვისის ჩათვლით 300GEL
საკონფერენციო ერთი დღ მინერალური წყლით და მომსახურეობით 200GEL
სათათბირო ოთახი ერთი დღ მინერალური წყლით და მომსახურეობით 100GEL
მანქანის არენდა 1 . 0.90GEL
 

                        Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.