სიახლე!
„გუდვილი“, „მუზა“ და NCIB სტუდენტებს სამომავლო პროექტში პრაქტიკების გავლას სთავაზობენ
გუშინ, 14 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში მოეწყო შეხვედრა მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებთან. სტუდენტებს შეხვდნენ კომპანია „გუდვილის“ კრეატივისა და რეკლამის მენეჯერი თეა გოცაძე, კომპანია NCIB-ისა და მის მიერ პიარ მენეჯერებისათვის შექმნილი მრავალფუნქციური ვებ-გვერდის “www.prexchange.ge”-ის პიარ მენეჯერი დიანა ველენგურსკაია და მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას“ პიარ მენეჯერი ნუკა ლეჟავა.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სამომავლო ერთობლივი პროექტი და შესთავაზეს მათ პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და პრაქტიკის გავლა. სამომავლო პროექტი გულისხმობს პიარ მენეჯერების კლუბის შექმნას, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან საქართველოს წამყვანი და ცნობადი კომპანიების პიარ მენეჯერები. პროექტის ფარგლებში პერიოდულად მოეწყობა უშუალო შეხვედრები და ღონისძიებები პიარ მენეჯერებთან, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას და აზრთა ურთიერთგაცვლას.
სტუდენტების შესარჩევად შეხვედრაზე მათ მარტივი ტესტირებაც ჩაუტარდათ, რათა უკეთ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. მიღებული შედეგების შეჯამების საფუძველზე შეირჩევიან სასურველი კანდიდატები.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი შეხვედრები ჩატარდება ყველა წამყვან უნივერსიტეტში, პიარის, მედიამენეჯმენტისა და პროექტის მართვის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტებთან. შერჩეული კანდიდატები კი მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული კომპანიებისა და სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ის მიერ ერთობლივად დაგეგმილ პროექტში, ხოლო პრაქტიკების დასრულების შემდეგ მიიღებენ საჭირო რეკომენდაციებს.
სამომავლო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაჟღერდება კომპანიების მიერ სპეციალურად მოწყობილ პრეს კონფერენციაზე.
სიახლე!
„გუდვილმა“სემინარი-კონფერენცია გამართა
ხარისხიანი პროდუქციისთვის
კომპანია „გუდვილი“ სა და „იოლი გასტრონომიის“ ორგანიზებით სასტუმრო „ამბასადორში“ სემინარი გაიმართა, რომელსაც დიდი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მცირე მეწარმეებიც ესწრებოდნენ. სემინარზე მომხსენებლებმა პროდუქციის ეტიკეტირების, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ლევან ჩიტეიშვილი - გუდილის ხარისხის სამსახურის უფროსი: -„სემინარ-კონფერენციაზე მოწვეული გვყავდა ის მწარმოებელი ფირმები, რომლებსაც ჩვენს ქსელში პროდუქცია შემოაქვთ. სემინარის ჩატარების მიზეზი გახლდათ არსებული ეტიკეტირებისა და პროდუქტის ტრანსპორტირების პირობების დარღვევის შემთხვევები. ეს იყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც იმ წესებზე ვისაუბრეთ, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა მომხმარებელთა უფლებები დაცული იქნას. მწარმოებელ და დისტრიბუტორ ფირმებს მიეცათ გონივრული ვადა ერთი თვე, რათა დაფიქსირებული პრობლემები აღმოფხვრან.
„გუდვილში“ დანერგილია ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO9001:2008 HACCP-ის კონცეფციით, რაც ხარისხიანი პროდუქციის გარანტიას იძლევა. ამისთვის გუდვილში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის შემოწმებები ტარდება. შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მუდმივად ვაკონტროლებთ მომწოდებლებს.“
კომპანია გუდვილი მომავალში გეგმავს მსგავსი ინფორმაციული სემინარები მისივე თანამშრომლებისთვის გამართოს, სადაც მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
|