გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია GOLC

თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №21 (ბინა 17)

+995 32 225 09 93

+995 577 28 33 32

jlc_golc@yahoo.com

www.golc.ge
Back to Category
 
 
     
დამატებულია: 03.06.13

ს.პ.ს. ,,გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია’’ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტების გუნდია, რომლებიც სამართლებრივი მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს მომხმარებლებს.
კომპანია იურიდიულ მომსახურებას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სამართლის შემდეგ დარგებში:

- სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო საპროცესო სამართალი;
- სისხლის სამართალი და სისხლის საპროცესო სამართალი;
- ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;
- სახელშეკრულებო სამართალი;
- სანივთო სამართალი;
- საოჯახო სამართალი;
- მემკვიდრეობითი სამართალი;
- სამეზობლო სამართალი;
- ინტელექტუალური საკუთრების სამართალი;
- შრომის სამართალი;
- სამეწარმეო და კორპორატიული სამართალი;
- საგადასახადო სამართალი;
- საბაჟო სამართალი;
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (გაკოტრება/რეაბილიტაცია);
- სადაზღვევო სამართალი.

ასევე იურიდიულ პირებს, გთავაზობთ თანამშრომლობას წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის საკეთებლად.
კომპანიის იურისტები თქვენთვის საჭირო დროსა და ადგილზე გაგიწევენ კვალიფიცურ სამართლებრივ დახმარებას შემდეგ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით:
- ზეპირი და წერილობითი იურიდიული კონსულტაცია;
- მონაწილეობა სხვადასხვა მოლაპარაკებების პროცესში ახალი პროექტებისა და პარტნიორული ურთიერთობების განხილვისას (მათ შორის სადაო საკითხების მოგვარების მიზნით);
- ხელშეკრულებების დადების თაობაზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციები და ხელშეკრულებათა მომზადება;
- შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და მათი მომზადება;
- წესდებების შედგენა და მათში ცვლილებების შეტანა;
- ფილიალების დაფუძნება და წარმომადგენლობების გახსნა;
- საწარმოების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია (შერწყმა, შეერთება, გაყოფა);
- საწარმოთა წილობრივი მონაწილეობის ჩანაწერების წარმოება და მათში ცვლილებების რეგისტრაცია.
- კონსულტაციების გაწევას საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივ შეფასება;
- საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა;
- ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში;
- სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ყველა მოქმედების ჩატარება. (სააღსრულებო ფურცლის აღება, სააღსრულებო წარმოების დაწყება და სხვ).

ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი წარმატების საწინდარია!

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირისათვის კომპენსაციის გაცემა
გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2011 წლის 5 მაისს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ განმტკიცა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს შესაძლებლობა მისცა სოციალური დაცვის გარანტიები, კერძოდ კი მოითხოვონ ფულადი კომპენსაცია საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი უამრავი მძიმე დანაშაულისათვის.
სამართლიანობის აღდგენის მიზნით პირველი ნაბიჯები 1997 წელს გადაიდგა, როდესაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პარლამენტმა აღნიშნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა; აღიარა საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი თავისუფალი საქართველოს შექმნაში; და მიიღო კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’.  აღნიშნული კანონით განისაზღვრა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების წესი და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიები.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.
ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს არა უგვიანეს 2014 წლის 1 იანვრისა.
ფულადი კომპენსაციის ოდენობას, კანონით გათვალისწინებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო.
,,გიორგი ოთარაშვილის იურიდული კომპანია’’ მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესების შემთხვევაში გაგიწიოთ სრულყოფილი და ამომწურავი იურიდიული დახმარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წარსამართად.

მომსახურების პაკეტები 

კორპორატიული შემოთავაზებები

ს.პ.ს. "გიორგი ოთარაშვილის იურიდიული კომპანია" კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ყველა სახის იურიდიული მომსახურების განსაკუთრებულ ტარიფებს. კომპანიის მიერ შემუშავებულია შეთავაზების 3 პაკეტი:

 #

დასახელება

 ხელშეკრულების
მოქმედების ვადა

 იურისტის რაოდენობა

მომსახურების საფასური /თვე/

1

საკონსულტაციო

1 (ერთი) წელი

1

2000 ლარი

2

წარმომადგენლობითი

1 (ერთი) წელი

2

5000 ლარი

3

ულიმიტო საკონსულტაციო-წარმომადგენლობითი

1 (ერთი) წელი

3+

12000 ლარი

4

ინდივიდუალური

*

*

*

* კლიენტის ინტერესებიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე.

სრული ინფორმაცია

 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.