გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საქმიანობისა და პირობების შესახებ.
შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე" შეიქმნა 2007 წლის სექტემბერში და დღეისათვის ჩვენს საავტომობილო პარკში არსებული ავტომანქანების რაოდენობით უდიდესია საქართველოში. საავტომობილო პარკი დაკომპლექტებულია ახალი ავტომანქანებით, რომლებიც საწვავის სახით მოიხმარენ როგორც ბენზინს, |
278 78 78 |
ასევე ბუნებრივ აირს. ამის გამო ეკონომიურნი არიან მოხმარებისათვის და შესაბამისად, ჩვენი მომსახურების ტარიფები სხვა ანალოგიურ კომპანიებთან შედარებით, საგრძნობლად იაფია. ჩვენს კომპანიას გააჩნია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საკუთარი სერვისცენტრი, სადაც მხოლოდ ჩვენი ავტომანქანები გადიან სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ტაქსებით უსაფრთხო გადაადგილებას. კომპანიას დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები 150-ზე მეტ მსხვილ ორგანიზაციასთან, რომელთა რიგებში არიან "აქსისი", "სილქნეტი", "ვითიბი ბანკი", "ბაზის ბანკი", "პროკრედიტ ბანკი", "იუ-ჯი-თი", "ჯი-პი-აი", "კავკასუს ონლაინი", "მაკდონადსი”, "პსპ", "დიპლომატი" და სხვა. |
უპირატესობები რაც ჩვენს კომპანიას გააჩნია:
- მომსახურეობის მაღალი ხარისხი, რასაც განაპირობებს, საავტომობილო პარკში არსებული 2008-2009 წლის მანქანები.
- მრიცხველით აღჭურვილი მანქანები.
- გამოძახება უფასო
- მანქანების რაოდენობა (სულ 300 მანქანა)
- დაბალი ტარიფი_ 50 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით)
- ჩაჯდომის ღირებულება – 1 ლარი
- ლოდინი 15 წუთის განმავლობაში ხორციელდება უფასოდ, 16 წუთიდან 30 წუთამდე –
4ლარი, 30 წუთიდან 60 წუთამდე 8 ლარი .
- მგზავრობა აეროპორტის მიმართულებით განისაზღვრება ფიქსირებული ტარიფით- 25 ლარი ერთი გზა ( დახვედრა) - ორი გზა 35 ლარი .
- ცხელი ხაზი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობში.
- ჩვენი ავტომანქანები და მგზავრები დაზღვეულნი არიან უბედური შემთხვევისგან შპს ”სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფში” თითო ადამიანზე 6 000 (ექვსი ათასი) დოლარის ლიმიტის ფარგლებში.
- ჩვენ ვართ ერთადერთი ტაქსოკომპანია თბილისში და მთელ საქართველოში, რომელსაც გააჩნია ტაქსებისა და მძღოლების მუდმივი კონტროლის საშუალება, ამისათვის შექმნილი გვაქვს სპეციალური სამსახური, რომელშიც დასაქმებულები არიან ამ საქმის მცოდნე მაღალკვალიფიციური ადამიანები, რათა მძღოლებმა მუდმივად შეინარჩუნონ სრულყოფილი ესტეტიურობა და გამორჩეული სანიმუშო ჰიგიენურობა აგრეთვე დროულად მოხდეს რეაგირება ყველა კონკრეტულ პრობლემაზე მძღოლსა და მგზავრს შორის.
|