გიდმედი
GIDMEDI

  

საქართველო ისრაელის ერთობლივი კლინიკა


თბილისი, ლუბლიანას ქ. №2/6
+995 32 2 52 86 44; 591 35-33-55


თბილისი, ლარსის შესახვევი №3
+995 32 2 20 25 15, 2 30 56 16

gidmedi@yahoo.com

gidmediclinic

www.gidmedi.ge
Back to Category
 

საქართველო_ისრაელის ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედი,, მიეკუთვნება იმ კლინიკათა რიცხვს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკა შერწყმულია ურთულეს ოპერაციებთან, რომელსაც მაღალი კლასის პროფესიონალები ატარებენ. 

კლინიკა ,,გიდმედი,, მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
კლინიკის ძირითადი მიმართულებებია:
*მუცლის ღრუს ქირურგია
*უროლოგია
*ტრამვატოლოგია-ორთოპედია
*პროქტოლოგია
*ნეიროქირურგია
*გინეკოლოგია
*ონკოქირურგია
ჩვენი კლინიკა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს – ესაა მაღალკვალიფიციური მედპერსონალი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორისაა სანარკოზე აპარატის უახლესი მოდელი თავისი მონიტორით, სასუნთქი აპარატები, ლაპარასკოპიული ინსტრუმენტების ფართო მენიუ, ართროსკოპიული, ცისტო და ურეთროსკოპიული,დისტანციური და კონტაქტური ლითოტრიფსია, ჯი-11 ულტრაბგერითი თანამედროვე ჰარმონიული სკალპელი! გიდმედს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა რთული ოპერაციების მაღალ დონეზე ჩასატარებლად და ჩვენი პაციენტები მიიღებენ ისრაელში აღიარებული სტანდარტების მომსახურებას. 

კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი, როგორც აბდომინურ ასევე უროლოგიური პათოლოგიების ლაპაროსკოპიულ ოპერაციებში, სახსრების ართროსკოპიულ ოპერაციებში. საშარდე სისტემაში უროლითიაზის სამკურნალოდ გამოიყენება ლითოტრიფსიის (კენჭის დაშლა), როგორც კონტაქტური, ასევე დისტანციური და კონტაქტური ლითოტრიფსიის თანამედროვე აპარატები.

საქართველო ისრაელის ერთობლივი კლინიკა გიდმედში 2010წ-დღემდე გაკეთებულია 8000-ზე მეტი ოპერაცია, სრული გამოჯანმრთელებით ან დადებითი შედეგით. ლეტალობა-0,06%. ოპერაციების უმეტესობა არის iv-v კატეგორიის, მათშორის 31 პანკრეატო-დუოდენალური რეზექცია, 100-ზე მეტი ცისტექტომია ხელოვნური რეზერვუარის შექმნით, გასტრექტომიები, კოლექტომიები, პლასტიკური და რეკონსტროქციული ოპერაციები, ბარიატრიული (ე.წ. გახდომის) ოპერაციები ლაპაროსკოპიული ტექნიკის გამოყენებით, სახსრების ტოტალური ენდოპროტეზირება, ხერხემლის ოპერაციები (დისკექტომია, სქოლიოზის კორექცია), თავის ტვინის სიმსივნეებზე ოპერაციები, ამას გარდა კლინიკაში მუშაობს სამი ცენტრი: ტკივილის მართვის ცენტრი, ხალის, კანის და რბილი ქსოვილების სიმსივნური წარმონაქმნების მკურნალობის ცენტრი და მინი ინვაზიური უროლოგიის ცენტრი.


"გიდმედი" გისურვებთ ჯანმრთელობას - გქონდეთ ჩვენი იმედი! 
ექიმები:
- გივიჩიქობავა - ზოგადი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ამირან ანთაძე - ზოგადი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი
- გივი ყაჭიური - ზოგადი ქირურგი, პროქტოლოგი
- თეიმურაზ აბულაძე - ზოგადი ქირურგი, პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- მერაბ ჯანელიძე - ზოგადიქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი,
- მერაბ კილაძე - ზოგადი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- მალხაზ ჩუბინიძე - ზოგადი ქირურგი
- თამაზ კერძევაძე - ნეიროქირურგი
- გიორგი გეგია - ნეიროქირურგი
- ცეზარ (ვაჟა) მარსაგიშვილი - ტრავმატოლოგ - ორთოპედი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- ნიკოლოზ თევდორაშვილი - ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
- ნინო გამცემლიძე - ექიმი ორთოპედი
- ირაკლი ვარძუკაშვილი - ვერტებროლოგი
- შალვა გაბადაძე - ვერტებროლოგი, სეფსისოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი,
- მერაბ ვარძუკაშვილი - ტრავმატოლოგ-ორთოპედი
- პაატა მეხრიშვილი - ტრავმატოლოგ-ორთოპედი
- ირაკლი ნადირაძე - ზოგადი ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- დავით ქოჩიაშვილი - უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, თსსუ უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
- გიორგი ქოჩიაშვილი - უროლოგი, ასისტენტ პროფესორი
- ალექსანდრეხუსკივაძე - უროლოგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი.
- გიორგი ჯოჯუა - უროლოგი, მედიცინის დოქტორი
- იოსებ არაბიძე - უროლოგი
- მინდია ბაბალაშვილი- უროლოგი
- ემა გერგედავა - უროლოგი
- ნინო ძოწენიძე - ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი
- დალი კაშიბაძე - ექოსკოპისტი



გიდმედი პლუსი პირველადი ჯანდაცვის რგოლია, რომელიც მუდმივად ზრუნავს პაციენტთა ჯანმრთელობის დაცვაზე, დაავადებების პრევენციაზე, დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე.
ჩვენი უპირატესობებია:

 სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ორიენტაცია;
- პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
- სამედიცინო აპარატურის განახლება;
- მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგვა;
- სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- ექსკლუზიური თანამშრომლობა პროფესიულ ასოციაციებსა და ორგანიზაციებთან.

➡ გიდმედი პლუსი გთავაზობთ:

- მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება;
- მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმებისა და სპეციალისტების გუნდი;
- პაციენტის ჯანმრთელობაზე მუდმივი მეთვალყურეობა და ზრუნვა;
- კომფორტული და მშვიდი გარემო;
- ექიმთან წინასწარ ჩაწერის სისტემა;
- მაღალი ხარისხის ინსტრუმენტულ -დიაგნოსტიკური კვლევა;
- ელექტრონული აღრიცხვის თანამედროვე სისტემა.

ჩვენი სამედიცინო სერვისები:

  • საოჯახო მედიცინა;
  • კარდიოლოგია;
  • ზოგადი თერაპია;
  • გინეკოლოგია;
  • დერმატოლოგია;
  • ოფთალმოლოგია;
  • ენდოკრინოლოგია;
  • უროლოგია;
  • ნევროლოგია;
  • სამკურნალო მასაჟი.

გიდმედი პლუსი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიურ მომსახურებას. კვალიფიციური ექიმების დახმარებით თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდი, რაც იძლევა საშუალებას პაციენტმა უმოკლეს დროში მიიღოს სასურველი შედეგი, სასიამოვნო გარემოში. ჩვენთან სტერილიზაციის ყველა ეტაპი მკაცრად დაცულია. ნებისმიერი მანიპულაცია უმტკივნეულოა. საანესთეზიო ნივთიერებების შერჩევა ხდება პაციენტისთვის ინდივიდუალურად, ალერგიული სტატუსის გათვალისწინებით.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას.
თერაპია
- კარიესის მკურნალობა უახლესი საბჟენი მასალების გამოყენებით;
- დაშლილი და ფერშეცვლილი კბილების რესტავრაცია;
- კბილების გაწმენდა (სკალერის და ეარფლოუს აპარატით);
- კბილების გათეთრება (კაპებით და უახლესი დიოდური ლაზერის აპარატით);
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და პაროდონიტის და ავადებათა მკურნალობა.
ორთოპედია
- ყველა ტიპის მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები;
- მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული გვირგვინები;
- ხიდები და დრეკადი მოსახსნელი პროთეზები.
ბავშვთა სტომატოლოგია
- პატარა პაციენტებისთვის სპეციალური გართობა;
- ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შერჩევა;
- ფერადი ბჟენების გამოყენება;
ორთოდონტია
- ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გასწორება;
- ბრეკეტ სისტემა (მეტალის და გამჭირვალე);
- მოსახსნელი ფირფიტები.
ქირურგია
- კბილების ექსტრაქცია;
- რთული ოპერაციები ყბა-სახის მიდამოში;

გიდმედი პლუსის ექოსკოპიის კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა პაციენტთა ჯანმრთელობისათვის. უმაღლესი ხარისხის მკვეთრი და დეტალური გამოსახულება ზუსტი დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.
გიდმედი პლუსის ექოსკოპიის კაბინეტში შესაძლებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:
- მუცლის ღრუს ორგანოების;
- საშარდე სისტემის;
- გინეკოლოგიური, სამეანო;
- ფარისებრი ჯირკვლის;
- სარძევე ჯირკვლის;
- პლევრის ღრუს;
- ცხვირის წიაღების;
- ექოკარდიოსკოპია;
-  ქვემო კიდურების სისხლძარღვთა დოპლეროსკენირება.

 

გიდმედი პლუსის ლაბორატორია აერთიანებს პროფესიონალი ექიმების ჯგუფს. მუდმივად ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები კი უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტეს.
ლაბორატორია პაციენტების მომსახურებას ახდენს ათასობით სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიული კვლევით. დაწყებული ყველაზე რუტინული სისხლის საერთო, სისხლში ქოლესტერინის, გლუკოზის, კოაგულაციის ანალიზებიდან, დამთავრებული ჰორმონების, ვირუსებისა და ბაქტერიების განსაზღვრით და ა.შ. გამოკვლევები ტარდება დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: 
-  ბიოქიმია; 
-  ჰემატოლოგია; 
-  იმუნოლოგია; 
-  ბაქტერიოლოგია; 
-  მორფოლოგია;
-  კოაგულოლოგია.
-  პროცესი ლაბორატორიაში სრულად კომპიუტერიზირებულია და აუტომატიზირებული, რითიც ხერხდება მაღალი ხარისხის შენარჩუნება-კონტროლი და მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომები.

გიდმედი პლუსი ახორციელებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას.
- გიდმედი პლუსი საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებს სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ ყველა სამედიცინო სერვისზე.
- ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია: (ალერგოლოგი, დერმატოლოგი, რევმატოლოგი, მამოლოგი, ონკოლოგი, გასტროენტეროლოგი) – 50%;
- სტომატოლოგიური მომსახურება: (თერაპია, ორთოპედია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოდონტია, ქირურგია) – 50%;
- ლაბორატორიული კვლევები: (ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია) –50%.
- ინსტრუმენტული კვლევები: (ულტრასონოგრაფია, დოპლეროგრაფია, კოლპოსკოპია) – 50% .




 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.