bigsale.ge
mTavari kategoriebi reklama saitze siaxleebi kontaqti personalisTvis servisi TqvenTvis

 

ოგადქირურგიული კლინიკა

 

კატეგორია:     მედიცინა

მისამართი:    თბილისი, წინანდლის ქ. №9

ტელეფონი:   +995 32 771547; 776204; 771819

ელ. ფოსტა:    giatomadze@global-entry.net

ვებგვერდი:    www.bigsale.ge/gat

ფოტო კატალოგი

 

Category

საქმიანობა / შემოთავაზება

შპს “ზოგადქირურგიული კლინიკა” წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას და მდებარეობს ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ავლაბარში, მეტროს სადგურთან “300 არაგველი”.

კლინიკა განთავსებულია 30 საწოლზე, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. პალატებში შექმნილია მაქსიმალური პირობები პაციენტის კომფორტისთვის (მაცივარი, ტელევიზორი, ინდივიდუალური ხელსაბანი და ტუალეტი);

კლინიკა მდებარეობს პოლიპროფილური გადაუდებელი ქირურგიის კორპუსში, რაც საშუალებას გვაძლევს ვუმკურნალოთ როგორც პოლიტრავმის შემთხვევებს, ისე იზოლირებულ აბდომინურ ქირურგიულ პათოლოგიებს.

კლინიკაში სრულდება მუცლის ღრუს ყველა სახის გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, მათ შორის ლაპაროსკოპიული აპარატურის გამოყენებით.
კლინიკას გააჩნია ბიოქიმიური ლაბორატორია, ექოსკოპიისა და ენდოსკოპიის კაბინეტი, პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის ბლოკი.

ანესთეზიოლოგიური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე სანარკოზო და რეანიმაციული აპარატურით, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგის საშუალებებით.
კლინკა მდებარეობს კორპუსში, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული და მაგნიტური ტომოგრაფიით.
კლინიკაში მუშაობს 5 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის #1 მიმართულების ბაზას (სრული პროფესორი – გია თომაძე).
ამავე კლინიკის ბაზაზეა განთავსებული თსსუ სახელშეკრულებო „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრი“ (ხელ-ი პროფ. გია გოკიელი).

დამატებულია: 03.12.09

                            Copyright © 2009-2010  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
               შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.
             ვებ უზრუნველყოფა: ზვიად ძნელაძე