ფოლკლორული ანსამბლი

თბილისი, ტოვსტონოგოვის ქ. №21

+995 599 26 51 67

kshakishvili@gmail.com

ანსამბლი ,,ერქვანი"

www.bigsale.ge/erqvani
Back to Category
 

სტუდია „ერქვანი“ აცხადებს ბიჭუნების მიღებას, ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის ჯგუფებში, 6 წლის ასაკიდან.მსურველები შეგვეხმიანეთ საკ.ტელეფონზე: 599 26 51 67

 

სტუდია ფუნქციონირებს ტოვსტონოგოვის ქუჩა 21-ში.(აღმაშენებლის ქუჩის მკვეთ ქუჩაზე)საკონტაქტო ნომერია: 599265167

 

ამა წლის 8 იანვარს ვაჟთა ანსამბლი ERQVANI ეწვია ლიტვას, დედაქალაქ ვილნიუსს, საშობაო ფესტივალის ფარგლებში.
ანსამბლმა გამართა სოლო კონცერტი წმინდა კატრინას ტაძარში.ეს ტაძარი ერთერთი უძველესი და უდიდესია ვილნიუსში. ERQVANI-ის რეპერტუარში იყო როგორც ხალხური სიმღერები და ტრადიციული ქართული საგალობლები, ასევე ქალაქური და კლასიკური ნაწარმოებები.

მსმენელმა მეტად ტბილად მიიღო ანსამბლი და საათნახევრიან 2 განყოფილებიან კონცერტს აღფრთოვანებით მოუსმინა. კონცერტმა დიდი ოვაციების ფონზე ჩაიარა.

ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი“ შეიქმნა 2001 წელს ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში, მუსიკალური სკოლის ბაზაზე. მომღერლების ასაკი ცხრიდან თვრამეტ წლამდეა. თორმეტწლიანი არსებობის მანძილზე „ერქვანმა“ საკმაო წარმატებებს მიაღწია - არის მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, პროფკავშირების პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო დიპლომის: „V-ვეგა“ მფლობელი. „ერქვანი“ საერთაშორისო ფესტივალების ოთხგზის გრანპრის მფლობელია.

ანსამბლი სიმღერის გარდა სხვადასხვა კუთხისა და კილოს საგალობლებს ასრულებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ანსამბლის თანამშრომლობა სამების საკათედრო ტაძართან და საპატრიარქოსთან. აღდგომისა და შობის დღესასწაულებზე „ერქვანი“ სხვა რამდენიმე ანსამბლთან ერთად გალობს სამების საკათედრო ტაძარში. 2009 წელს საპატრიაქოს მიერ ანსამბლს ქართული კულტურის დესპანის წოდება მიენიჭა.

დღესღეობით ანსამბლში მეხუთე თაობის მომღერლები მღერიან. „ერქვანის“ რეპერტუარი საკმაოდ მდიდარია კუთხური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
„ერქვანი“ სამი აუდიო დისკის ავტორია, წელს კი მისი მეოთხე ალბომი გამოიცემა აუდიო და ვიდეო მასალით.
აქტიურია და აღსანიშნავი ანსამბლის საგასტროლო მოღვაწეობაც. 2013 წლის 21-26 აგვისტოს საფრანგეთში, პარიზში გამართულ III საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც თავი მოიყარეს სხვადასხვა ჟანრის მომღერალთა გუნდებმა, ანსამბლი დაჯილდოვდა მთავარი პრიზით - „GOLD DIPLOMA”.  ამ მხრივ ფესტივალი საკმაოდ  წარმატებული აღმოჩნდა „ერქვანისთვის“.

გუნდის ხელმძღვანელი და ლოტბარი კახაბერ შაქიშვილი თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობის განხრით. იგი ბავშვობიდან ანსამბლ „მართვეს“ წევრია. კახაბერ შაქიშვილი შემდგომში მღეროდა სახელმწიფო საგუნდო კაპელაში და სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“. ორ ათეულ წელზე მეტია კახაბერ შაქიშვილი მომღერალთა თაობებს ზრდის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში.

 

2014 წლის 11-17 ნოემბერს ანსამბლი გაემგზავრა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში საგასტროლოდ. ჩატარდა 9-ე საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი :პოკროვის ზარები:სპივაკოვის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით. ანსამბლი ლაურეატის წოდებით და დიდი წარმატებით დაბრუნდა სამშობლოში. 2015წელს თბილისში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების 1-ლი ეროვნული კონკურსი.:ერქვანი: 2-ოქროს მედლით დაჯილდოვდა ფოლკლორულ სიმღერასა და ტრადიციულ ქართულ გალობაში. 2016-წელს ანსამბლი წარსდგა მაყურებლის წინაშე დიდი საკონცერტო  პროგრამით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში,15-წლის იუბილის აღსანიშნავად.კონცერტზე შესრულებულ იქნა როგორც ხალხური სიმღერები ასევე ტრადიციული ქართული საგალობლები,ქალაქური სიმღერები და ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები. 2017-წელს საგუნდო საზოგადოების, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ქალაქის მერიის მიერ გამართულ 3-ეროვნულ კონკურსზე :ერქვანი: კვლავ 2-ოქროს მედლის მფლობელი გახდა ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ ქართულ გალობაში.ამავე წელს მოიპოვა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გრანპრის ტიტული ბათუმში გამართულ ფესტივალზე,სადაც 18-ქვეყანა მონაწილეობდა. ანსამბლი კვლავ განაგრძობს აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას და ზრდის მომავალ თაობებს.დიდ საქმეს აკეთებს ქართული სიმღერის პოპულარიზაციისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.