ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი

  

კლინიკა სმენის გამოკვლევა

თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13

+995 32 234 59 55; 577 32 72 43 / 44

+995 32 234 59 00

info@ent.com.ge

ყელ ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი

www.bigsale.ge/ent
Back to Category
 
 
დამატებულია: 02.02.19

1. აუდიომეტრია: სმენის გამოკვლევა
სმენის გამოკვლევა როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მეთოდებით ხორციელდება. რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ჩვენთან გამოიყენება სმენის გამოწვეული პოტენციალების რეგისტრაციაზე დაფუძნებული ობიექტური (კომპიუტერული) აუდიომეტრია. აუდიოლოგიური სამსახურის საერთაშორისო დონეზე ის გარემოება მეტყველებს, რომ აქ დასმული დიაგნოზი და აუდიომეტრიული გამოკვლევის შედეგი მსოფლიოს ყველა წამყვანი კლინიკის მიერ უაპელაციოდ მიიღება. დირექტორის აკად. ზურაბ ქევანიშვილის მიერ ევროპის ქვეყნებიდან პრაქტიკულად პირველად საქართველოში იქნა დანერგილი ტვინის ღეროს პოტენციალების კომპიუტერული რეგისტრაციის მეთოდით სმენის გამოკვლევის პროცედურები. კომპიუტერული მეთოდის გამოყენებითვე სმენის ინტრა და რეტროკოხლეარული პათოლოგიები დიფერენცირდება.

2. ახალშობილთა სმენის სკრინინგი
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სმენის სკრინინგი მშობიარობის შემდეგ ყველა ახალშობილს უტარდება. ახალშობილებში სმენის გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ადრეულ ასაკშივე სმენის დაქვეითების გამოვლენისას და შესაბამისი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროული დაწყებისას სმენის და, შესაბამისად, მეტყველების დეფექტური განვითარების ალბათობა მნიშვნელოვანწილად მცირდება. ტესტის უარყოფითი შეფასებისას კომპიუტერული აუდიომეტრიით სმენის დაქვეითების ხასიათი ხარისხი განისაზღვრება და სმენის რეაბილიტაციის სტრატეგია და ტაქტიკა შემუშავდება.

3. სასმენი აპარატები, ხმაურისგან სმენის დამცავი საშუალებები
სმენადაქვეთებულებს ცენტრი გერმანული და დანიური წარმოების სასმენ აპარატებს სთავაზობს. აპარატები პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის სმენის დაქვეითების ოპტიმალური კორექციის შესაძლებლობას იძლევა. ტექნოლოგიურად პრეცესიული, ესთეტიკურად მიმზიდველი (პრაქტიკულად უხილავი) სასმენი აპარატები მსოფლიო ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო იაფია. წარმოდგენილია ხმაურის ზემოქმედებისგან და ასევე ცურვისას საჭირო ყურის სპეციალური დამცავი საშუალებები.

4. დიოდური ლაზერით ოპერაციები.

5. სმენის უეცარი დაქვეითების მკურნალობა
სმენის უეცარი დაქვეითება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. კლინიკაში უმოკლეს ვადაში სმენის დაქვეითების მიზეზი და ხასიათი განისაზღვრება და შესაბამისი მკურნალობა ტარდება. თერაპია სმენის დაქვეითებიდან უმოკლეს დღეებში უნდა იქნას დაწყებული! ასეთ შემთხვევებში სმენის აღდგენა/გაუმჯობესების ალბათობა უფრო მაღალია. აპრობირებული ბელგიელი, ამერიკელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მოწოდებული მეთოდებით მკურნალობა სმენის სრული აღდგენის ან მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესების კარგ შანსს იძლევა, სმენის დაქვეითებას კი აუცილებლად ამუხრუჭებს.

6. ტინიტუსის – ყურის ხმაურის მკურნალობა
ტინიტუსი – ყურის ხმაური – ბევრი ოტოლოგიური დაავადების თანმდევი, ხშირად ძალზე შემაწუხებელი სიმპტომია. კლინიკაში ტინიტუსის შემასუსტებელი ან მისი სრული მაბლოკირებელი რამდენიმე მიდგომა არის აპრობირებული. ფართოდ გამოიყენება მიუნ-ხენის ოტორინოლარინგოლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკის გამოცდილება -სპეციფიკური ინტრავენური ტრანსფუზიები. პროცედურის დასრულერულების შემდეგ, როგორც წესი, პერორალური მედიკამენტოზოთერაპია მოიხმობა. იმ შემთხვევებში, როცა ტინიტუსი სმენის დაქვეითებასთან არის ასოცირებული, როგორც სმენის სარეაბილიტაციოდ, ისე ტინიტუსის მასკირების მიზნით სასმენი აპარატები ინიშნება. პარალელურად ავადმყოფს სათანადო რეკომენდაციები და რჩევები მიეწოდება. გამოიყენება ფსიქოთეტარაპიული ზემოქმედებე-ბიც. ჩვენ ტინიტუსთან ბრძოლის მრავალწლიან გამოცდილებას ვფლობთ. შემთხვევათა უმეტესობაში მკურნალობით ტინიტუსის მნიშვნელოვანი დათრგუნვა, ზოგჯერ მისი სრული ლიკვიდაცია მიიღწევა.

7. თავბრუხვევა, წონასწორობის/კოორდინაციის დისბალანსი: დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თავბრუხვევა და დისბალანსი – შიგნითა ყურის პათოლოგიების ხშირი ატრიბუტები – ჩვეულებრივ, ძალზე შემაწუხებელია პაციეტთათვის. ცენტრში აპრობირებულია ვეს- ტიბულომეტრიის ჰოლანდიური მეთოდი, რომლითაც თავბრუხვევის და დისბალანსის გამომწვევი მიზეზი დგინდება. ზუსტი დიაგნოზი სათანადო მკურნალობის ეფექტურობის საწინდარია. ჩვენი გამოცდილებიდ გამომდინარე, სწორი და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევებში ვესტიბულარული წარმოშობის თავბრუხვევების და დისბალანსების სრული ან მნიშვნელოვანი ბლოკირება შემთხვევათა 80-90%-ში მიიღწევა.


8. შუა ყურზე რეკონსტრუქციული და სმენის გამაუმჯობესებელი ოპერაციები
ოტოლოგიურ პაციენტთა კონტინგენტში ხშირია შემთხვევები, როცა სმენის დაქვეითების მიზეზი შუა ყურში არსებული პათოლოგიური პროცესია. ტიმპანალური პათოლოგიები რეკონსტრუქციული და სმენის გამაუმჯობესებელი ოპერაციების ჩატარებას მოითხოვს. ცენტრის კლინიკური დირექტორის პროფ. შოთა ჯაფარიძის მიერ შუა ყურზე ასეულობით ოპერაცია არის შესრულებული. შესაბამისად, ასეულობით ადამიანს დაუბრუნდა სმენა და ჩამოცილდა სერიოზულ ოტოლოგიურ გართულებათა რისკი. ცენტრსა და გერმანიის წამყვან კლინიკებს შორის არსებული თანამშრომლობის ფუძველზე თბილისს რეგულა- რულად სტუმრობენ გერმანიის წამყვანი ოტოლოგები. აქ ისინი შუა ყურის ურთულეს ოპერაციებს აკეთებენ, ამასთან თავიანთ მდიდარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს უწილადებენ.

9. სუნთქვის გაძნელების, ხვრინვის, ძილში სუნთქვის პერიოდულად შეჩერების მიზეზების დადგენა და მკურნალობა
თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკის გამოყენებით კლინიკაში სუნთქვის გაძნელების, ხვრინვის, ძილში სუნთქვის პერიოდულად შეჩერების მიზეზები დგინდება და შესაბამისი კონსერვატიული თუ ოპერაციული მკურნალობა ინიშნება. პროფესორი შოთა ჯაფარიძის მიერ დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ცხვირის და მისი დანამატის წიაღების ანთებადი და პოლიპოზური დაავადებების დროს ენდოსკოპიური – ფუნქციური ქირურგია (გარეგანი განაკვეთების გარეშე). არსებული უახლესი აპარატურა შესაძლებლობას იძლევა სათანადო ჩვენების შემთხვევაში პრაქტიკულად უმტკივნეულოდ და რამდენიმე წუთში რადიოტალღების გამოყენებით სუნთქვის გამაუმჯობესებელი ოპერაცია ჩატარდეს. გაძნელებული სუნთქვა, ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და მნიშვნელოვან უარყოფით, მათ შორის, ფსიქიურ ზემოქმედებას ახდენს პაციენტზე. გაძნელებული სუნთქვა გულსისხლძარღვთა სისტემას ტვირთავს. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ძილში ხვრინვა და სუნთქვის პერიოდული შეჩერება. ხვრინვა გარშემომყოფებთაც აღიზიანებს. აპრობირებული მკურნალობის სისტემა ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან თავის დაღწევის კარგ შანსებს იძლევა.

10. კოხლეარული იმპლანტაცია
სიყრუე და სმენის მძიმე ხარისხის დაქვეითება საქართველოში საკმაოდ ხშირია. ცენტრის კლინიკური დირექტორისPპროფ. შოთა ჯაფარიძის მიერ სმენაჩლუნგ პირთა სარეაბილიტაციოდ საქართველოში კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციები დაინერგა. იმპლანტის ჩანერგვის და სათანადო პოსტოპერაციული სერვისის შემთხვევაში ოპერაციამდე ყრუ პაციენტებს, კერძოდ ბავშვებს, ოპერაციის შემდეგ ნორმალურად ესმით, და შესაბამისად, ნორმალურ მეტყველებას იწყებენ. იმპლანტირებულ ბავშვთა რაოდენობა საქართველოში 100-ს აღემატება. იმპლანტაციის ოპერაცია 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებშია განსაკუთრებით ეფექტური, პოსტლინგვალებში კი ანუ იმ პირებში, რომლებმაც სმენა მოზრდილ ასაკში დაკარგეს, ნებისმიერ ასაკში. საქართველოში მოქმედი სმენის რეაბილიტაციის პროგრამის წყალობით, ათეულობით სმენადაქვეითებულ ბავშვს კოხლეარული იმპლანტაცია უტარდებათ. იმპლანტირებულებს ნორმალურად ესმით. კლინიკაში გავლილი სურდო – ლოგოპედიური კურსის წყალობით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ისევე როგორც ის ბავშვები რომლებიც სასმენ აპარატებს ატარებენ, ნორმალურად მეტყველებს.

11. პლასტიკური ქირურგია
ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს პლასტიკური ქირურგიის კურსი საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში აქვთ გავლილი. ოტორინოლარინგოლოგიის სფეროში მათ ნებისმიერი სირთულის პლასტიკური ოპერაციის შესრულება ძალუძთ. კლინიკაში განსაკუთრებულად ხშირად და, როგორც წესი, წარმატებით ცხვირის პლასტიკური/ესთეტიური ოპერაციები კეთდება.

12. ყბა-სახის ქირურგია
ჩვენთან მაღალი კატეგორიის ყბა-სახის რამდენიმე ქირურგი მუშაობს. მათ მიერ დარგის სფეროში ნებისმიერი სირთულის ოპერაცია წარმატებით ხორციელდება.

13. ოპერაციები რადიოტალღების გამოყენებით
საქართველოს სინამდვილეში პირველად ჩვენთან დაინერგა რადიოტალღების გამოყენებით ტონზილექტომიის, ცხვირის ნიჟარებზე ოპერაციების პრაქტიკა. რადიოტალღური ქირურგია უმტკივნეულოა და სისხლდენას იშვიათად იწვევს. შესაბამისად, რადიოპროცედურა ოპერაციას მნიშვნელოვნად ამარტივებს და ოპერაციისშემდგომ პერიოდს აიოლებს, ამასთან ოპერაციისშემდგომ გართულებათა ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.

 

 

სმენის აპარატები

 


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.