ინგლისური ენის სახლი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას მსოფლიოში აპრობირებული დაჩქარებული CALLAN -ის მეთოდისა და LONGMAN ROUND-UP -ის გამოყენებით, რაც საშუალებას მოგცემთ ჩვეულებრივზე 4-ჯერ უფრო სწრაფად და რაც მთავარია საფუძვლიანად დაეუფლოთ ენას, ამასთანავე დაზოგოთ თქვენი დრო და ფული!
სხვა მეთოდებით სწავლებისას სტუდენტები საუბრობენ და ისმენენ გაკვეთილის დაახლოებით 25%, დანარჩენ დროს მათ ყურადღება ეფანტებათ. CALLAN - ის მეთოდით ისინი ისმენენ და საუბრობენ მთელი გაკვეთილი, ე.ი. 4-ჯერ უფრო მეტს, და შესაბამისად სწავლობენ მეოთხედ დროში.
კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად საშუალოდ სტუდენტს სჭირდება 350სთ (4 აკადემიური წელი) რომ კემბრიჯის მოსამზადებელ დონეს მიაღწიოს თუ ის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს, ხოლო CALLAN მეთოდით, რომელსაც ინგლისური ენის სახლი იყენებს ეს შესაძლებელია 90სთ-ში (1 აკადემიური წელი).
რატომ ინგლისური ენის სახლი?
• გარანტირებული შედეგი
• კვალიფიციური მასწავლებლები
• მისაღები ფასები
• უფასო საცდელი გაკვეთილები
• მინიმალური დავალებები სახლში
• მეგობრული გარემო
• მოქნილი გრაფიკი
გამართლებული ექსპერიმენტი!
CALLAN – სა და ROUND-UP -ის კომბინაციამ , რომელიც პირველად სწორედ ინგლისური ენის სახლმა დანერგა, გასაოცარი შედეგი გამოიღო, კერძოდ: იგივე დროში, რაც CALLAN -ის მეთოდით ინგლისური ენის შესწავლისთვისაა საჭირო, სტუდენტი 2-ჯერ უფრო მეტ ლექსიკურ მარაგს ეუფლება და შესაბამისად მისი ცოდნა გრამატიკაში უფრო სრულყოფილია, ვიდრე მხოლოდ CALLAN -ის მეთოდით სწავლისას, ანუ რელაურად ინგლისური ენის სახლში შესაძლებელია ნაკლებ დროში მეტი შედეგის მიღწევა.
მთელს მსოფლიოში ინგლისურად საუბრობს დაახლოებით 980 მილიონი ადამიანი, ეს არის ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობების და ინეტრნეტის ენა, რომ არაფერი ვთქვათ მოგზაურობასა და გართობაზე. “ეკონომისტის” (2001) თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ისაუბრებს ამ ენაზე. ასე რომ არ ჩამორჩეთ და ახლავე დაიწყეთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ენის შესწავლა ინგლისური ენის სახლში!
სტუდენტებს უყვართ ჩვენი მასწავლებლები, იმიტომ რომ ისინი არიან მხუარულები, ინგლისური ენის ნამდვილი ექსპერტები, ისინი ზრუნავენ თავიანთ სტუდენტებზე და მოსწონთ ინგლისური ენის სწავლება! |