ძვირფასო პარტნიორებო,
კომპანია EFS Group Georgia @partnerforsuccess ექსკლუზიურად www.bigsale.ge -ს მეგობარი კომპანიებისთვის, გთავაზობთ 35%-იან ფასდაკლებას მომსახურებაზე!
თუ თქვენ III ან IV კატეგორიის საწარმო ხართ, კანონმდებლობით ვალდებულება გაქვთ წარადგინოთ 2018, 2019 და 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.
იმ შემთხვევაში კი თუ არ წარადგენთ მოთხოვნილ ანგარიშგებებს, თქვენი კომოპანია დაჯარიმდება და ამასთანავე წარდგენის ვალდებულება მაინც გრჩებათ.
ფინანსური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ძირითად დოკუმენტებს: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, საქმიანობის შედეგების ანგარიშგება, გაუნაწილებელი მოგიების ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობა და განმარტებითი შენიშვნები.
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები უნდა განთავსდეს საიტზე- http://reportal.ge/
კომპანია EFS GROUP GEORGIA გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მომსახურებას მესამე და მეოთხე კატეგორიის კომპანიებისათვის.
მესამე კატეგორია
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონს ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
მეოთხე კატეგორია
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
ფასები:
მესამე კატეგორიის საწარმო :
თუ თქვენი შემოსავალი არის 20 000 000 ლარამდე 15 000 ლარი
თუ თქვენი შემოსავალი არის 10 000 000 ლარამდე 10 000 ლარი
თუ თქვენი შემოსავალი არის 5 000 000 ლარამდე 7 000 ლარი
მეოთხე კატეგორიის საწარმო :
თუ თქვენი შემოსავალი არის 2 000 000 ლარამდე 6 000 ლარი
თუ თქვენი შემოსავალი არის 1 000 000 ლარამდე 3 000 ლარი
თუ თქვენი შემოსავალი არის 500 000 ლარამდე 1 500 ლარი
ექსკლუზიურად www.bigsale.ge -ს პარნიორი კომპანიებისთვის, მოქმედებს 35% ფასდაკლება მომსახურებაზე!
EFS _ Enterprise Financial Solutions გთავაზობთ ფინანსურ, ბუღალტრულ და იურიდიულ მომსახურებას
ფინანსური მომსახურება - კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი, კოეფიციენტური ანალიზი, ფინანსური კონსულტაციები
ბუღალტრული მომსახურება - პირველადი და მეორედი დოკუმენტების მოწესრიგება, აღრიცხვა საკუთარ კომპიტერულ ბუღალტრულ პროგრამაში, ელექტრონული დეკლარირება, საგადასახადო ურთიერთობების მოგვარება.
იურიდიული მომსახურება-სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მონაწილეობის მიღება; ხელშეკრულებების მომზადება და შედგენა; კონსულტაციები სამეწარმეო, სახელშეკრულებო, საბანკო, სადაზღვევო, საგადასახადო, გაკოტრების, სამემკვიდრეო და შრომის სამართლის საკითხებზე.
აგრეთვე გთავაზობთ ბუღალტერიის და ფინანსური მენეჯმენტის შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსს.
ბუღალტრული მომსახურება
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისთვის, რადგან იგი ასახავს ბიზნესის საქმიანობას და ქმნის საინფორმაციო სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა, ფულად საზომში განისაზღვროს საწარმოს აქტივები, ვალდებულებები, კაპიტალი, შემოსავლები და ხარჯები, რის საფუძველზეც ხდება მიმდინარე და წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა და გადასახადების სწორი ადმინისტრირება.
EFS გთავაზობთ ბუღალტრულ მომსახურებას საკუთარი კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამით, რომელიც მოიცავს:
- საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციურ წარმოებას;
- საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას ადგილზე;
- ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენას;
- საბუღალტრო პროგრამების დანერგვას;
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გაგზავნა, წარმოებას;
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარებას.
საბუღალტრო მომსახურების წარმოებაში შედის:
- კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
- პირველადი დოკუმენტების შემოწმება და აღრიცხვა კომპიუტერულ sაბუღალტრო პროგრამაში (ORIS, Info);
- საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება (მოგება-ზარალი, ბალანსი, cash flow);
- ანგარიშებისა და შედარების აქტების შეჯერება საგადასახადო ორგანოებთან;
- კონსულტაციებს ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის შესახებ, ბასს-ის და კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე.
საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციების) მომზადება და გაგზავნა:
- საშემოსავლო, დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადების დეკლარირება და გაგზავნა;
- ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედგენა და გაგზავნა;
- ზედმეტად, შეცდომით გადახდილი გადასახადების სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის, საჭირო ანგარიშების ფორმების და კორესპოდენციების შედგენა და ჩაბარება.
ბუღალტრული მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ფინანსური მომსახურება, ფინანსური კონსულტაცია, უცხო ენების შემსწავლელი კურსები, ბიზნეს ინგლისურის შემსწავლელი კურსი, ესპანური ენის შემსწავლელი კურსი, პოლონური ენის შემსწავლელი კურსი, რუსული ენის შემსწავლელი კურსი, გერმანული ენის შემსწავლელი კურსი, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი ბავშვებისათვის, კომპიუტერული პროგრამების შესწავლა, IT ინჟინერია, ტურიზმის მენეჯმენტი სტაჟირებით, ბუღალტრული აღრიცხვის კურსი, ფინანსური მენეჯმენტის კურსი, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი PPR HR, საბანკო საქმე სტაჟირებით
|