შპს „ეკოფრე“
  Ecopre LTD

  

წყლის გაწმენდა და საწრმოო პროცესების ავტომატიზაცია

თბილისი, ზაქარიაძის ქ. №8 ბ.27

+995 32 223 69 69; 214 36 36

+995 579 96 95 70; 579 50 34 65

info@ecopre.ge

www.ecopre.ge
Back to Category
 
დამატებულია: 04.04.13

- წყლის დარბილება, დემინერალიზაცია, გაუსნებოვნება
- ნებისმიერი წყლიდან სასმელი წყლის მიღება
- საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების (კანალიზაციის) გაწმენდა
- სამრეწველო პროცესების ავტომატიზაცია
- სამრეწველო სისტემების მონტაჟი




ჩვენი საქმიანობის სფეროა:
- ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების იმპორტი, რეალიზაცია, მონტაჟი, მომსახურეობა;
- სასმელი წყლის მომზადების ულტრაფილტრაციისა და უკუოსმოსის სისტემების ადგილზე აწყობა, მონტაჟი, მომსახურეობა;
- წყლის გაუსნებოვნების, ნატრიუმის ჰიპოქლორიდის, ელექროლიზური სისტემების იმპორტი, მონტაჟი, მომსახურეობა;
SCADA (წყალმომარაგების ქსელის ავტომატიზირებული და ინფორმაციის გადაცემის სისტემა) აწყობა, დაპროგრამება, მონტაჟი, მომსახურეობა;.

ჩვენ ვართ წარმომადგენლები საქართველოში:
- უკრაინული კომპანიების “UKRBIOTAL” (მცირე და საშუალო სიმძლავრის ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდების მწარმოებელი);
- “ECOSOFT” (სასმელი წყლის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი);
- ფინური კომპანიის “FENNO WATER” (დიდი სიმძლავრის, ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების მწარმოებელი);
- ისრაელის კომპანიის “Amiad”­ის (წყლის ავტომატიზირებული, თვითგამომრეცხავი, მექანიკური ფილტრაციის, სისტემების მწარმოებელი),
- გერმანული კომპანია “Inge”­ს (ულტრაფილტრაციის სისტემებისთვის მემბრანული, მაღალტექნოლოგიური, ფილტრების მწარმოებელი);
- იაპონური კომპანია “Ebara” (წყლის და ჩამდინარე წყლებისთვის მაღალტექნოლოგიური ტუმბოების მწარმოებელი);
- იტალიური კომპანია “Injecta” (საზომი და დოზირების ელექტრონული ხელსაწყოების მწარმოებელი);
- იტალიური კომპანია ”Fip” (მილგაყვანილობის და მათი ფიტინგების მწარმოებელი);
- ისრაელის კომპანია”Unitronics” (ეკრანული, ლოგიკური კონტროლერების მწარმოებელი)

იმპორტირებული, რეალიზებული და დამონტაჟებული გვაქვს 100­მდე (1,5მ3-დან 250მ3/დღე­ღამეში წარმადობის) ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი “ბიოტალი” საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის: სასტუმროსთვის ანაკლიაში, გალმუხურის ბულვარისთვის, წავკისის ველისთვის, თითქმის ყველა ახლადაშენებულ საავადმყოფოსთვის გამწმენდი ნაგებობები. აქედან 60 სადგურთან გაფორმებული გვაქვს მომსახურეობის ხელშეკრულებები. მონაწილეობა მიღებული გვაქვს (ფინური ტექნოლოგიის მიწოდება და მონტაჟი) საქართველოში ერთ­ერთი ყველაზე მძლავრი, 5500 მ3 /დღე­ღამეში, ჩამდინარე წყლის თანამედროვე ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში, ქ.ფოთი.

სასმელი წყლის მომზადებისთვის აწყობილი და დამონტაჟებული გვაქვს 10­მდე ულტრაფილტრაციის და უკუოსმოსის სისტემები, მათ შორის: საირმის წყლის მომზადების ულტრაფილტრაციის სისტემა 30 მ3/სთ, სოფ, ჯვარის (ზუგდიდის რაიონი) სასმელი წყლის მომზადების ულტრაფილტრაციის სისტემა 45 მ3/სთ, სოფ. მარტყოფში  ახლადგახსნილი მეფრინველეობის კომპლექსისთვის უკუოსმოსის სისტემება 20 მ3/ სთ, სოფ. გამარჯვებაში ახლადგახსნილი მეფრინველეობის კომპლექსისთვის უკუოსმოსის 30 მ3/სთ და ულტრაფილტრაციის სისტემები 30 მ3/სთ....

SCADA და სასმელი წყლის გაუვნებელყოფის სისტემები დამონტაჟებული და გაშვებული გვაქვს: ქალაქების თელავის, ლაგოდეხის, დაბა ცაგერსა და დაბა ლენტეხის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში. გაფორმებული გვაქვს ანალოგიური ხელშეკრულებები მარტვილის და წალენჯიხის წყალმომარაგბის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

დამონტაჟებული გვაქვს 800 მ3 /სთ წარმადობის, მექანიკური, თვითგამომრეცხავი, დისკური ფილტრების სისტემა ქ. თბილისის ახლადაშენებული იუსტიციის სახლისთვის, მტკვრის წყლის გასაფილტრად, შემდგომში მისი შენობის გაგრილების სისტემაში გამოყენების მიზნით.

დამონტაჟებული გვაქვს 10 მ3 /სთ წარმადობის, მექანიკური, თვითგამომრეცხავი, დისკური ფილტრების სისტემა ბორჯომის ჩამოსასხმელ ქარხანაში.
ა.წ. თებერვლიდან იგეგმება ქ. მცხეთისთვის ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის, წარმადობით 2500 მ3 /სთ აშენება. ჩვენი კომპანია, როგორც ქვეკონტრაქტორი მონაწილეობს ამ პროექტში და პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ ნაწილზე.

გვაქვს შეკვეთა პეპსის ჩამოსასხმელი ქარხნისთვის წყლის გაწმენდის 45 მ3/სთ წარმადობის ულტრაფილტრაციის სისტემის დამზადებაზე-დამონტაჟებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პროდუქციასა და მომსახურებაზე საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ შესაბამისად ვეცნობით ახალ ტენდენციებს და ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს ჩვენი საქმიანობის სფეროში.

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.