სარესტორნო კომპლექსი „ძველი ქალაქი“ გაიხსნა სულ რაღაც ოთხი წლის წინ, 2010 წელს და ამ ხნის განმავლობაში უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ სარესტორნო სივრცეში.
იგი თავისთავში მოიცავს სამი განსხვავებული შინაარსის დარბაზს:
„ქართული დარბაზი“, ეს არის ძირითადი ღერძი ჩვენი სარესტორნო კომპლექსისა.
ამ დარბაზში შემოსული სტუმარი თითქოს საუკუნის წინანდელ თბილისში ბრუნდება - შეკიდული აივნები და გარემო ძველ სტილში, გასული საუკუნის თბილისში გადაიყვანს ადამიანს!
„ქართული დარბაზი“ ყოველ საღამოს თავის სტუმრებს აძლევს საშუალებას უდიდესი სიამოვნება მიიღონ ცეცხლოვანი ქართული ნაციონალური ცეკვების ყურებითა და საესტრადო სიმღერების მოსმენით.
|
„თეთრი დარბაზ“-ში შესვლისას „ქართული დარბაზი“-სგან რადიკალურად განსხვავებულ, თანამედროვე, ევროპულ სტილში გადაწყვეტილ გარემოში აღმოჩნდებით!
სარესტორნო კომპლექსის მესვეურებმა არც ლუდზე შეყვარებული გურმანები დატოვეს უყურადღებოდ, ამავე კომპლექსში გავხსენით ლუდის დარბაზი, რომელშიც დამონტაჟებულია გერმანიიდან სპეციალურად თქვენთვის ჩამოტანილი ლუდსახარში აპარატი, სადაც მომხმარებლის თვალწინ იხარშება საუკეთესო ხარისხის ცოცხალი ბავარიული ლუდი „Kaizer Bräu“ გერმანელი ტექნოლოგის იშტვან ბერეცკის მიერ, გერმანული ალაოთი, გერმანული არომატული სვიით და გერმანული ცოცხალი საფუარით.
ჩვენთან მოხარშული ლუდი არის სამი სახეობის:
- თეთრი გაუფილტრავი
- თეთრი გაფილტრული
- შავი
|
|
და გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით, იმიტომ რომ არ ხედბა მათი პასტერიზება. სრულად ხდება ლუდის მოხარშვის ტექნოლოგიური პროცესის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ ლუდის საბოლოო პროდუქტის მიღებამდე მინიმუმ სამკვირიანი პროცესია საჭირო.
აქვე, ლუდის დარბაზში დამონტაჟდა აგრეთვე არყის გერმანული სახდელი დანადგარი, რომელშიც აგრეთვე მომხმარებლის თვალწინ ხდება ასევე გერმანული დანადგარით სხვადასხვა ნატურალური ქართული ხილისგან არყის, შნაპსის და ვისკის გამოხდა.
თქვენს განწყობაზე იზრუნებს - ჯგუფი "სამი-ზნე".
მენიუ |
რესტორანი „ტევრი“ |
დამატებულია: 17.02.16 |
რესტორანი „ტევრი“ თბილისიდან 15 წუთის სავალზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
რესტორნის განკარგულებაშია 230 კაციანი დარბაზი, ხუთი იზოლირებული კუპე და დიდი, ულამაზესი ეზო, სადაც განლაგებულია 17 საზაფხულო ფაცხა.
აქვე ფუნქციონირებს თონე. |
|
|
|