დეა
DEA

  

მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა

თბილისი, გ. ჩიტაიას ქ. №26

+995 32 295 38 66

+995 593 24 09 27

verakurulashvili@mail.ru

www.bigsale.ge/dea
Back to Category
 
დამატებულია: 09.11.12

სიახლე!
"სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი ბავშვების და მშობლების სამსახურში"

სკოლა “დეა” ასევე გთავაზობთ ფსიქოლოგიურ და სოციალურ კონსულტაციას. - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, მათი მშობლებისა და მათთან მომუშავე სპეციალისტებისთვის პროფესიული დახმარების გაწევას:
- ასეთი ბავშვებისათვის ადაპტირებული სოციალური გარემო პირობების ჩამოყალიბებას და დახმარებას მათი ინტეგრაციისათვის საზოგადოებაში.
- მათთვის კორექციული სწავლების შეთავაზებას.
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან მუშაობას, რომელიც ემსახურება ბავშვთან სწორი დამოკიდებულების და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
- მშობლების ინდივიდულურ და ჯგუფურ კონსულტაციას:
        * ცოდნის მიღება, შვილის მომავლის უკეთესად განსაზღვრისათვის
        * ურთიერთთანადგომა — ემოციური და ფსიქოლოგიური განტვირთვა
        * ინფორმირება — არსებული სერვისების, უფლებების, ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების აღმზრდელების და მასწავლებლების გადამზადებას სპეციფიური ტრენინგების მეშვეობით.



სიახლე
!

სკოლას მოწვეული ჰყავს იტალიელი სტაჟიორი, Chiara Gianola, რომელიც მუშაობს ბავშვებთან როგორც ინგლისურის სპეციალისტი  და ამავე დროს უფროსკლასელებთან ატარებს ტრენინგს პროექტისა და კომუნიკაციის შესახებ. ხელი ეწყობა სკოლაში ინგლისური ენის პრაქტიკულ სწავლებას.

სკოლა რომელშიც ბავშვი ბედნიერია
საერო სკოლა „დეა“ გთავაზობთ:
- მაღალი ხარისხის განათლებას
- პროფესიონალთა ჯგუფს
- ფსიქოლოგიურ სამსახურს
დაწყებით საფეხურზე ისწავლება ქართული ხალხური ცეკვები, ჭადრაკი.
დიდი ყურადღება ეთმობა რელიგიის ისტორიის სწავლებასა და ეკონომიკას.
მესამე საფეხურზე მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო და მათემატიკური საგნების გაძლიერებული სწავლება.
I კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან
სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით.
გახანგრძლივებული ჯგუფი მუშაობს 18:30 სთ-მდე.
სკოლას ემსახურება ტრანსპორტი.

სწავლის საფასური შეადგენს თვეში 150 ლარს.

სკოლა ,,დეა” განსხვავებული სულისკვეთებით ცხოვრობს. ეს არის სკოლა, სადაც მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ. სკოლაში ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი ხელს უწყობს თითეული მოსწავლის პოზიტიური მხარის გაღრმავებასა და გაძლიერებას.

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული), ლოგიკა, ეკონომიკა. სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი. ყურადღება ექცევა ჯანმრთელობის დაცვით ტექნოლოგიებს, სწავლების პროცესში გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდიკები.

თითეული მოსწავლე სკოლას საკუთარ ოჯახად მიიჩნევს. ტარდება ბევრი საინტრესო ღონისძიება და ექსკურსია-ლაშქრობა, კარგად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა, შექმნილია კლუბები ინტერესების მიხედვით. მესამე საფეხურზე მიმდინარეობს პროფილური სწავლება (მათემატიკური, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული). აქვე შეგიძლიათ მიიღოთ სახელობო განათლება (ბუღალტრის სპეციალობა), გაიცემა სერთიფიკატი. გახსნილია სააბიტურიენტო ჯგუფები.

სკოლაში არის მრავალი საინტერესო ნოვაცია, ჩამოყალიბებულია ,,კითხვის მოყვარულთა კლუბი” (მოსწავლეები დიდ დროს ატარებენ სკოლის ბიბლიოთეკაში). ასევე ფუნქციონირებს ,,მშობელთა სკოლა”, სადაც დაინტერესებული მშობელი თანმშრომლობს ფსიქოლოგთან, მედიცინის მუშაკებთან და მასწავლებლებთან.
სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი (18.30 საათამდე).

2010-2011 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, როგორც მაღალი ასევე დაბალი კლასის მოსწავლეები, ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოზარდების თვითგამოხატვას, მათ საშუალება მიეცემათ წარმოჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, თითოეული მოსწავლე ღონისძიების დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობს,აქტივობის დროს განისაზღვრება მათი როლები და პასუხისმგებლობა, რომელსაც წარმატებით ართმევენ თავს.
სკოლაში პერიოდულად ხდება ფსიქოლოგისა და პედაგოგების შეხვედრა, სადაც განიხილება ასაკთან თუ პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება შეხვდეს მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობისას. ასევე, მაღალი კლასის მოსწავლეებთან, ტარდება ჯგუფური მუშაობები, პროექტ “მრგვალი მაგიდის” ფარგლებში. შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა თემები მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების მიხედვით. ჯგუფური მუშაობისას შექმნილი ატმოსფერო და დადებითი დამოკიდებულება ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, თვითრეალიზაციას. თბილი და ნდობით აღსავსე გარემო ხელს უწყობს მოწავლეებში თანაგანცდისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განმტკიცებას. სკოლაში განხორციელებული პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დასახონ მიზნები და გეგმები, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობენ. ბავშვებს შეუძლიათ მოითხოვონ დახმარება ჯგუფის სხვა წევრებისგან და გამოიყენონ მიღებული უკუკავშირი. ჯგუფში ბავშვის მცდელობა- აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე- მხარდაჭერილი და წახალისებულია. მუშაობისას ძირითადი აქცენტი კეთდება პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობასა და გზების ძიებაზე.
სკოლის მოსწავლეებისთვის პერიოდულად ეწყობა გასვლები, ექსკურსია-ლაშქრობები-ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, არსებული ღირსშესანიშნავი ადგილების მოსანახულებლად, მოსწავლეების მონაწილეობითა და მასწავლებელთა დახმარებით ტარდება კულტურული ღონისძიებები.


 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.