შპს საბუღალტრო საკონსულტაციო კომპანია „კრეატივ ბალანსი" დაფუძნებულია 2012 წლის იანვრის თვეში. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებიულია ახალგაზრდა, ენერგიული და კვალიფიკაციური კადრებით, რომლებიც სისტემატიურად გადიან გადამზადებას პროფესიული ზრდისთვის, რაც აისახება თქვენი და ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.
ჩვენი მიზანია კლიენტებს შევუქმნათ მომგებიანი და სტაბილური ბიზნესგარემო, მოვემსახუროთ მაღალ კვალიფიციურად და დავეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში.
ჩვენთან თქვენ არ გაქვთ პრობლემები, გაურკვეველი გადასახადები, უპასუხო კითხვები და მუდმივი შიში, ვინაიდან ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და ჩვენ ვიცავთ თქვენს ინტერესებს!!!
შპს საბუღალტრო საკონსულტაციო კომპანია „კრეატივ ბალანსი" მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ საწარმოებსა და მცირე მეწარმეებს გთავაზობთ:
საბუღალტრო მომსახურება:
• უფასო კონსულტაცია;
• კონსულტაცია პირველადი დოკუმენტების მომზადება / მოწესრიგება და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
• თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისწორეზე, სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და სისტემატიზაცია სპეციალურ კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში;
• საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება წარდგენა;
• ფინანსური ანგარიშგების მომზადება. (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი);
• სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
საგადასახადო კონსულტაცია:
• საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შეფასება;
• საგადასახადო კონსულტაციების გაწევა;
• ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან, დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
• კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო / საგადასახადო საკითხებში;
ფირმების რეგიტრაცია:
სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადება, შედგენა და შესაბამის ორგანოებში წარდგენა.
|