Climat Service
კლიმატ სერვისი

  

 

 

 

 

www.bigsale.ge/climatservice
Back to Category
 
დამატებულია: 01.12.11
კომპანია „კლიმატ სერვისი" წარმოადგენს დამოუკიდებელ დამპროექტებელთა და მემონტაჟეთა ჯგუფს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს შემდეგი მიმართულებებით: ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, გაზიფიცირება, სერვერის გაგრილება, სამაცივრე სისტემები და ლაბორატორიული კარადების გამწოვი სისტემების მოწყობა. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს პროექტირებას, მონტაჟს და როგორც საგარანტიო, ასევე გარანტიის შემდგომ სერვისს. თითოეული მომხამრებლისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობებში ჰაერის სიმშრალისა და ტენიანობის ხარისხი, ხორციელდება წნევებისა და სითბო-სიგრილის დონეების რეგულირება, ჰაერის გამოცვლა და სხვა რთული ოპერაციები, როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური მართვის სისტემებით.

სიახლე
შპს „კლიმატ სერვისი " მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე სიახლეს, პროექტების დამუშავება ხორციელდება 3D ფორმატით, რაც უზრუნველყოფს გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმუმამდე დაყვანას და ასევე, ითვალისწინებს რა მომხმარებელთა ინტერესებს.

ჩვენ გვენდობიან
„კლიმატ სერვისი" დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომელთაც გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. მათ მიერ განხორციელებულ პროექტთა რიცხვს მიეკუთვნება ისეთ ობიექტებში შესრულებული საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოები, როგორიცაა პრეზიდენტის ავლაბრისა და ზუგდიდის რეზიდენცია, შ.ს.ს ადმინისტრაციული შენობა, ნატოს ცენტრი საქართველოში, მწვანე ოფისი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

პრიორიტეტები
აღსანიშნავია, რომ შპს „კლიმატ სერვისი" მიერ არჩეული საკადრო პოლიტიკა ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტთა დასაქმებას, რაც ამ უკანასკნელთ აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.
შპს „კლიმატ სერვისი ", ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქველმოქმედო საქმიანობას. ამ მიმართულებით კომპანიამ უკვე შეასრულა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის სითბოთი მომარაგების პროექტი. მიმდინარე ეტაპზე მუშაობს ვარკეთილის ქრისტეშობის სახელობის ეკლესიის გათბობისა და კონდიცირება-ვენტილაციის უზრუნველყოფაზე და გეგმავს ასეთივე პროექტების განხორციელებას მომავალშიც.
 

                        Copyright © 2009  “Smart Club” Ltd.  bigsale.ge ყველა უფლება დაცულია.
                  შპს „სმართ კლუბი“-ს ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული სარეკლამო ინფორმაციის სიზუსტეზე.